წინასწარი შედეგების თანახმად, სლოვენიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პროფესიით ადვოკატმა ნატასა პირც მუსარმა გაიმარჯვა და ის ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება.
მედიის ინფორმაციით, 54 წლის პირც მუსარმა მეორე ტურში ხმების 53.86 პროცენტი მოიპოვა, ხოლო მისმა კონკურენტმა, მემარჯვენე პოლიტიკოსმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ანჟე ლოგარმა - 46.14 პროცენტი. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილი ხმების 99 პროცენტი.
კომისიის მონაცემებით, გუშინ ჩატარებულ არჩევების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 49.9 პროცენტი შეადგინა.
სლოვენიის პრეზიდენტის როლი, ძირითადად, ცერემონიულ ხასიათს ატარებს, თუმცა ის არის ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და რამდენიმე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირის კანდიდატურას წარადგენს, მათ შორის ცენტრალური ბანკის მმართველის.