ავტორი:

"ჩვენი ხელისუფლება ტრაგიკულ მდგომარეობაშია. "ქართული ოცნების" პროგნოზით, რუსეთი უკრაინას მალევე დაამარცხებდა და ამაზე ააგეს მთელი პოლიტიკა" - ექსპერტი

"ჩვენი ხელისუფლება ტრაგიკულ მდგომარეობაშია. "ქართული ოცნების" პროგნოზით, რუსეთი უკრაინას მალევე დაამარცხებდა და ამაზე ააგეს მთელი პოლიტიკა" - ექსპერტი

უკრაინიდან სასიხარულო ინფორმაცია მოდის. მოგეხსენებათ, უკრაინამ დაიბრუნა კონტროლი ხერსონზე, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ პუტინმა რუსეთის ტერიტორიად გამოაცხადა. ექსპერტთა ნაწილის აზრით, ეს ომში უკრაინის წარმატების მისაღწევი გარდამტეხი ეტაპი იქნება. ამ თემაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ჩვენ არაერთხელ გვითქვამს - ომის დაწყებიდან ორ კვირაშივე გამოჩნდა, რომ რუსეთს ეს ომი წაგებული ჰქონდა სამხედრო-სტრატეგიული, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ საინფორმაციო თვალსაზრისით. ერთადერთი, რაც რუსეთს შანსს უტოვებდა, რომ ომი ეწარმოებინა, იყო სამხედრო-ტექნიკური უპირატესობა, რაც დღეს აღარ აქვთ. რუსეთს ამის მოსაგებად არგუმენტი აღარ დარჩა, ახლა ყველაფერი დროის და რესურსების ამბავია.

კრემლში ზამთრის იმედი ჰქონდათ, ელოდნენ, რომ ევროპას შესცივდებოდა და შეწყვეტდა უკრაინის დახმარებას, რაც ასევე არ გამართლდა. ევროპამ მოახერხა საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რუსეთზე დამოკიდებულება კი უკიდურესად შემცირდა. მოკლედ, კრემლის იმედი ამ მხრივაც გამტყუნდა. ამასთან, დასავლეთს კარგად ესმის, რომ ნებისმიერ იმპერიას, რომელიც მარცხისთვის არის განწირული, დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. ამიტომაც დღეს ლაპარაკია იმაზე, რომ როგორმე მაქსიმალურად შემცირდეს ზიანი.

ჩვენი ხელისუფლების გამო კი ძალიან ვწუხვარ - ის მეტად ტრაგიკულ მდგომარეობაშია. "ქართული ოცნების" პროგნოზით, რუსეთი უკრაინას მალევე დაამარცხებდა და ამაზე ააგეს მთელი პოლიტიკა. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო რისკების თავიდან აცილების მცდელობა, მაგრამ ამგვარი გათვლითა და მასზე დამყარებული პოლიტიკით დაიზიანეს თავი და დააზარალეს ქვეყნის ინტერესებიც.

ხელისუფლების ანალიზი და პროგნოზი იმდენად მცდარი და ბრიყვულია, აღმოჩნდნენ ისეთ ვითარებაში, როდესაც იძულებული არიან სწყინდეთ მოყვასის გამარჯვება. ამ აბსურდულ ვითარებაში ჩაიგდეს თავი, ვეღარ გამოდიან და კიდევ უფრო ღრმად ეფლობიან ჭაობში. გადასხეს დესანტი და რაღაც ანტიდასავლური ბუშტი შექმნეს, რომელიც ჯერ ტრიო იყო, ახლა უკვე ნონეტია. ივანიშვილი სულ თავს იწონებდა, რომ მოვლენების სწორი ანალიზი შეეძლო, მაგრამ დღეს, ამ ანალიზისა და მცდარი პროგნოზის შედეგად ჩვენი ხელისუფლება სადღაც ჯანდაბაშია გაკვეხებული.

- არსებობს მოლოდინი, რომ უკრაინის წარმატებასთან ერთად, შეიცვლება ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებები, მით უფრო, რომ ამ ანტიუკრაინულ თუ ანტიდასავლურ რიტორიკაში საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ აიყოლიეს. ამის მაგალითად გავიხსენოთ გასულ კვირას გამოქვეყნებული IRI-ს მორიგი კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 64% სრულად ემხრობა ნატოში, 70% კი ევროკავშირში გაწევრებას.

- ის, რომ ხელისუფლებამ რუსეთის მარცხთან ერთად შეიძლება პოზიცია შეიცვალოს, რეალურია, მაგრამ რამდენად ეფექტიანი იქნება ეს, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. მაქვს განცდა, რომ მათში რუსეთის უძლეველობის მითი ძალიან ღრმად არის გამჯდარი. ეს შეიძლება რაღაც მენტალური ტრავმის შედეგიც იყოს. რაც შეეხება საზოგადოებრივ განწყობებს, ჩემი აზრით, პროპაგანდამ "აბა, ომი გინდათ" გავლენა მოახდინა საზოგადოების ნაწილზე, თანაც ხელისუფლების ანტიდასავლური დესანტის გაძლიერების ახალ-ახალ მცდელობებს ვხედავთ. თუმცა რიტორიკა ოდნავ შეცვალეს, დასავლეთთან რაღაც კომუნიკაციის დამყარებასაც ცდილობენ, მაგრამ ხელისუფლებაში უკვე იმ ტიპის სისტემური პრობლემებია, რომ რუსეთზე დასავლეთის გამარჯვების შემდეგ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენა ვეღარც წარმომიდგენია. წაიკითხეთ სტატია სრულად