ავტორი:

Associated Press-ის ცნობით, ლავროვი ჰოსპიტალიზებულია, ზახაროვა ამ ინფორმაციას "ფეიკს" უწოდებს

Associated Press-ის ცნობით, ლავროვი ჰოსპიტალიზებულია, ზახაროვა ამ ინფორმაციას "ფეიკს" უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელიც G20-ის სამიტზე რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, ბალიში ჩასვლის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ Associated Press - ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის რესპონდენტების თქმით, რუსი დიპლომატი მკურნალობას ბალიში გადის. Associated Press-ის ორმა წყარომ განაცხადა, რომ ლავროვს გულის პრობლემები აქვს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ლავროვის ბალიში ჰოსპიტალიზაციის შესახებ ცნობებს "ყალბი“ უწოდა.

”მე და სერგეი ვიქტოროვიჩი ინდონეზიაში ვკითხულობთ ინფორმაციას და თვალებს არ ვუჯერებთ: თურმე ის საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ყალბია”- წერს ზახაროვა ტელეგრამის არხზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვა, ის დამსწრეებს არც ონალინ ფორმატში მიმართავს.