ავტორი:

ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა (ფოტოები)

ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა (ფოტოები)

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ახლადგათავისუფლებულ ქალაქ ხერსონს ეწვია.

მედიის ინფორმაციით, მან ხერსონში უკრაინელ ჯარისკაცებს მიმართა.

„ჩვენ წინ მივდივართ. ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მშვიდობისთვის მთელი ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ნატო-ს და სხვა მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერისთვის.