თითქოს 2007 წელი სულ ახლახან იყო, სინამდვილეში კი 15 წელი გავიდა. ცხოვრებაში მოვლენები თანდათან ვითარდება, მაგრამ თუ უკან მოიხედავთ, გაიხსენებთ, როგორ ცხოვრობდით მაშინ და დღევანდელ დღეს შეადარებთ, უზარმაზარ განსხვავებას დაინახავთ. გახსოვთ, როგორი იყავით 15 წლის წინ? რა ხდებოდა თქვენს გარშემო და ზოგადად მსოფლიოში?
მოდი გავიხსენოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ადამიანების ქცევაში, რომლებიც ბოლო 15 წლის განმავლობაში წარმოუდგენლად შეიცვალა.
1. ფოტოების გადაღება
ფოტოების გადაღება, შემდეგ მათი დაბეჭდვა ადრე ერთგვარი რიტუალი იყო, რომელსაც თან მოლოდინის დამაინტრიგებელი ემოციები ახლდა. წინასწარ ვერ განსაზღვრავდი, რომელი კადრი გამოვიდა და როგორი იქნებოდა შედეგი ფირის გამჟღავნების შემდეგ. ფოტოალბომს ჩანთით დავატარებდით, ვათვალიერებინებდით მეგობრებს, ფოტოების გადაღება კი არ იყო ისეთი სპონტანური და ხშირი, როგორიც სმარტფონების ეპოქაშია. მაშინ ნაკლებად წარმოვიდგენდით იმას, რომ დღეში ათობით ფოტოს გადავიღებდით და მათ შეფასებას სხვები მომენტალურად შეძლებდნენ.
2. ნავიგაცია
ნეტა როგორ ვცხოვრობდით GPRS ნავიგაციის და google map-ის გარეშე? ქაღალდის რუკით ხელში ალბათ ნაკლებად წარმოვიდგენდით, რომ ყველაზე მიუვალ ადგილას აღმოჩენას საკუთარი ტელეფონით უმარტივესად შევძლებდით.
3. პროდუქტების ყიდვა
ყოველდღიური საკვები პროდუქტების ყიდვაც ერთგვარი რიტუალი იყო - ბაზარში წასვლა, ხელის სასწორითა და საყიდლების სიით ხელში; სიარული დახლებს შორის საუკეთესო პროდუქტის და ფასის საპოვნელად - ეს იყო ვაჭრობის მთელი ხელოვნება! დატვირთული ჩანთებით მოგვქონდა რამდენიმე დღის მარაგი სახლში და ამაზე უამრავ დროს და ენერგიას ვხარჯავდით. დეზერტირების ბაზრის დახლთან მდგომები ნაკლებად წარმოვიდგენდით, რომ სასურველი პროდუქტების შეძენას სახლიდან გაუსვლელად, მხოლოდ 2 „კლიკით“, „2 ნაბიჯის“ ონლაინ მაღაზიაში შევძლებდით. ვისარგებლებდით აქციებით, ავარჩევდით იმავე პროდუქტებს, რაც მაღაზიაშია წარმოდგენილი და ამ ყველაფერს კურიერი სწრაფად მოგვიტანდა სახლის კარამდე.
4. მეგობრებთან კომუნიკაციის მეთოდები
ვის არ ჰქონია „მეგობრობის დღიური“? - ეს მეგობრებთან დაახლოებისა და ფლირტის ერთგვარი მეთოდი იყო, რომელსაც დღეს სოც. ქსელები ანაცვლებს.
5. კომუნალური გადასახადების გადახდა
უსასრულო რიგში დგომა კომუნალური გადასახადების გადასახდელად, საკმაოდ არასასიამოვნო პროცესი იყო. მაშინ ალბათ ნაკლებად წარმოვიდგენდით, რომ ამის გაკეთებას შევძლებდით ტელეფონიდან, სახლიდან და ნებისმიერი ადგილიდან, სადაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დგას.
6. ფილმების ყურება
ვიდეოკასეტების გაქირავება, თხოვება, შეძენა, ჩართვა და ყურება. ახალგამოსული ფილმისთვის ან კინოში მივდიოდით, ან კასეტას ვყიდულობდით. დღეს კი ფილმის ყურება ნებისმიერი გაჯეტიდან შეგვიძლია.
7. მდივანი VS ვირტუალური ასისტენტი
დირექტორების ცოლებს დღევანდელ დღეს ნაკლებად მოუწევთ ეჭვიანობა, რომ ქმარი შემთხვევით მისმა სექსუალურმა მდივანმა არ აცდუნოს - ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ ალბათ რთული წარმოსადგენი იქნებოდა მაშინ, რომ პირადი ასისტენტი საკუთარ ტელეფონებში გვეყოლებოდა. დღეს აღარ ვურეკავთ მდივანს თხოვნით, რომ გაარკვიოს, როგორი ამინდი იქნება ხვალ. ამ ამოცანას თავს მშვენივრად ართმევს ხელოვნური ინტელექტის მქონე ვირტუალური ასისტენტი SIRI (აიფონებზე) და Microsoft Cortana (ანდროიდზე).
8. კონცერტი
საყვარელი ჯგუფის კონცერტზე მოხვედრისას ემოციურად ვიქნევდით ხელებს და შორიდან ვცდილობდით დაგვენახა სცენაზე მდგომი არტისტი, რაც ძალიან რთული იყო. მაღლა აწეულ ხელებს ახლაც დაინახავთ, მაგრამ მხოლოდ სმარტფონით ხელში. ვიღებთ ვიდეოს ან ვრთავთ კამერას და zoom-ით ვაახლოებთ სცენას.
9. სათამაშოები
ფუმფულა სათამაშოები, ტეტრისი, სამაგიდო თამაშები ბავშვების ძირითადი გასართობი იყო. ეზოში „ორდროშობანას“ და „დაჭერობანას“ თამაშები კომპიუტერულმა თამაშებმა ჩაანაცვლა. ახლა, მეგობრებთან ერთად თამაში კომპიუტერში, ონლაინ თამაშებითაცაა შესაძლებელი.
10. სწავლა/განათლება
15 წლის წინ სწავლა გარკვეულ დისციპლინას ითხოვდა. განათლებას აუდიტორიაში ვიღებდით. ახლა კი სწავლა სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმშიც შეგვიძლია.
თუ აქამდე ეჭვი გეპარებოდათ, ახლა მაინც ხომ დარწმუნდით, რა სწრაფად მიფრინავს დრო? :)
თქვენ რას ვერ წარმოიდგენდით 15 წლის წინ?
თეა ინასარიძე