ავტორი:

ვლადიმერ პუტინმა რამზან კადიროვის ცოლს "გმირი დედის" წოდება მიანიჭა

ვლადიმერ პუტინმა რამზან კადიროვის ცოლს "გმირი დედის" წოდება მიანიჭა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ცოლს "გმირი დედის“ წოდება მიანიჭა. ინფორმაციას რუსული მედია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნებულ განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერებისა და შვილების აღზრდის საქმეში დიდი დამსახურებისთვის, კადიროვა მედნი მუსაევნას მიენიჭოს "გმირი დედის“ წოდება", - ნათქვამია დოკუმენტში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის დედა აიმანი კადიროვა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ კადიროვა აიმანი ნესიევნა, რომელიც ახმედ კადიროვის სახელობის რეგიონალური საზოგადოებრივი ფონდის პრეზიდენტია, დაჯილდოვებული იქნას ღირსების ორდენით აქტიური სოციალური მუშაობისთვის.

წახალისების გარეშე არც ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი დარჩენილა, მას ვლადიმერ პუტინმა რუსეთის გვარდიის გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა.