ავტორი:

"რუსეთის ბარბაროსულმა ომმა მსოფლიოს დამანგრეველი შედეგები მოუტანა, ერთ ადამიანს აქვს ძალაუფლება, შეცვალოს ეს ყველაფერი" - ბრიტანეთის პრემიერი

"რუსეთის ბარბაროსულმა ომმა მსოფლიოს დამანგრეველი შედეგები მოუტანა, ერთ ადამიანს აქვს ძალაუფლება, შეცვალოს ეს ყველაფერი" - ბრიტანეთის პრემიერი

გაერთიანებული სამეფოს ახალმა პრემიერ- მინისტრმა რიში სუნაკმა "დიდი ოცეულის“ სამიტზე იმ დამანგრეველ შედეგებზე ისაუბრა, რაც "რუსეთის ბარბაროსულმა ომმა“ მსოფლიოს მოუტანა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს აქვს ძალაუფლება, შეცვალოს ეს ყველაფერი.

"ერთ ადამიანს აქვს ძალაუფლება შეცვალოს ეს ყველაფერი“, - აღნიშნა სუნაკმა.

სიტყვით გამოსვლისას მან დაგმო რუსეთის მიერ "ენერგორესურსებისა და სურსათის ომის იარაღაც ქცევა“ და განაცხადა, რომ ეს არის "სრულიად მიუღებელი“, რადგან ზიანს აყენებს ყველაზე დაუცველ ადამიანებს მთელ მსოფლიოში.

"ეკონომიკური საკითხები, რომლებზეც დღეს უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რუსეთის ქმედებებით ბევრად უფრო უარესდება“, - განაცხადა სუნაკმა.

მან ომის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.

"ერთადერთი ყველაზე დიდი განსხვავება, რაც შეიძლება ვინმემ გააკეთოს, არის ის, რომ რუსეთი გამოვიდეს უკრაინიდან და დაასრულოს ეს ბარბაროსული ომი. ეს გარდამტეხი იქნებოდა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.