Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ამბობს, რომ აპირებს ქონების უდიდესი ნაწილი ქველმოქმედებას მოახმაროს

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ამბობს, რომ აპირებს ქონების უდიდესი ნაწილი ქველმოქმედებას მოახმაროს

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი თავისი ქონების უმეტესი ნაწილის ქველმოქმედებაში ჩადებას გეგმავს. ამ დროისთვის, ბეზოსის ქონების ღირებულება 124$ მილიარდს შეადგენს. ბიზნესმენმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ CNN-თან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა, რომ ქონების დიდი ნაწილის კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში და ისეთი ადამიანების მხარდასაჭერად გამოიყენებს, რომლებსაც ღრმა სოციალური და პოლიტიკური განხეთქილების პირობებში შეუძლიათ კაცობრიობის გაერთიანება.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა, რომ ქონების უდიდესი ნაწილი თავისივე სიცოცხლეში გასცეს, ბეზოსმა უპასუხა: "დიახ, ასე ვაპირებ“. მიუხედავად იმისა, რომ მილიარდერს სხვა დეტალები არ გაუმჟღავნებია, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მან ქონების გაცემის შესახებ გეგმებზე ისაუბრა. ის რამდენჯერმე მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში იმის გამო, რომ სხვა უმდიდრესი ადამიანების მსგავსად, ფულის საქველმოქმედო მიზნებისთვის შეწირვის თაობაზე არაფერს ამბობდა.

ბეზოსი, ინტერვიუზე მის პარტნიორ ლორენ სანჩესთან ერთად გამოცხადდა.

წლევანდელი "გამბედაობის და ცივილურობის ჯილდო“, რომელსაც ბეზოსი აფინანსებს, წელს მუსკოს დოლი პარტონს გადაეცა. დოლიმ ბიზნესმენისგან 100$ მილიონის ოდენობის გრანტი მიიღო .

"ბლუმბერგის" მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის რიგით მეოთხეა. ბეზოსმა Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა 2021 წელს დატოვა და ახლა აღმასრულებელი თავმჯდომარის პოზიციას იკავებს, თუმცა ის აქტიურადაა ჩართული გამწვანების კომპანიაში. Amazon არის ერთ-ერთი იმ 300-ზე მეტი კომპანიადან, რომელმაც პირობა დადო, რომ 2040 წლისთვის დედამიწაძზე ნახშირბადის მასაშტაბს შეამცირებს.

ჯეფ ბეზოსის ინტერვიუ იმ ინფორმაციის პარალელურად გავრცელდა, რომ Amazon-ი ამ კვირიდან 10 000-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას გგმავს.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა