ავტორი:

"რუსეთი ვერ გააგრძელებს არსებობას დღევანდელი სახით" - პოდოლიაკი

"რუსეთი ვერ გააგრძელებს არსებობას დღევანდელი სახით" - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთმა პოლიტიკური ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს.

"სიმართლის არ უნდა გვეშინოდეს. რუსეთი ვერ გააგრძელებს არსებობას დღევანდელი სახით და მმართველი ელიტებით. რუსეთმა უნდა წააგოს, ის უნდა დაისაჯოს საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფისთვის და განიცადოს პოლიტიკური ტრანსფორმაცია. რაც უფრო მალე გაიგებს ამას ყველა, მით ნაკლები იქნება მსხვერპლი“, - დაწერა პოდოლიაკმა "ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოქტომბერში ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ოფიციალურად გამორიცხავს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობას. რამდენიმე დღის წინ, CNN-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას "კარი არ დაუკეტავს“ და მზად არის, დაელაპარაკოს რუსეთს, მაგრამ განსხვავებულ რუსეთს, რომელიც რეალურად არის მზად მშვიდობისთვის და მზადაა აღიაროს, რომ ისინი ოკუპანტები არიან. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უნდა დააბრუნოს ყველაფერი, რაც უკრაინისგან მიიტაცა, ტერიტორიები, უფლებები, თავისუფლება, ფული, და რაც ყველაზე მთავარია, სამართლიანობა.