ავტორი:

EBAN-ის დირექტორთა საბჭოს საქართველოს წარმომადგენელი უერთდება

EBAN-ის დირექტორთა საბჭოს საქართველოს წარმომადგენელი უერთდება

პირველად, ევროპის ანგელოზ (ადრეული ეტაპის) ინვესტორთა ქსელის (EBAN) დირექტორთა საბჭოს საქართველოს წარმომადგენელი შეუერთდა.

საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელ “აქსელის” თანადამფუძნებელი გური ქოიავა EBAN-ის დირექტორთა საბჭოში 2 წლის ვადით აირჩიეს. ამის შესახებ ბრიუსელში, ევროპის ანგელოზ ინვესტორთა სამიტზე, გასულ თვეს გამოცხადდა.

ეს მოვლენა საქართველოში ანგელოზ ინვესტირებას კიდევ უფრო განავითარებს და აქსელს მეტად დააახლოებს ევროპულ ანგელოზ ინვესტორთა ქსელებთან, მათ საქმიანობასა და გამოცდილებასთან.

“ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ საქართველო ევროპის ბიზნეს-ანგელოზთა ყურადღების ცენტრში მოექცეს. აქსელი გააგრძელებს ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორებს შორის კონტაქტების დამყარების ხელშეწყობას და ინვესტიციების განხორციელების წახალისებას,” - თქვა გური ქოიავამ.

“EBAN მოხარულია, რომ ჩვენს დირექტორთა საბჭოს გური ქოიავა, საქართველოს ბიზნეს-ანგელოზთა ქსელ აქსელის წარმომადგენელი შემოუერთდა! საქართველო ჩვენი ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილია და მოუთმენლად ველით ქვეყანაში ანგელოზ ინვესტირების კიდევ უფრო მეტად განვითარებას, ისევე, როგორც საქართველოსა და ჩვენს დანარჩენ წევრებს შორის ახალი კავშირების გაჩენას,” - თქვა იაკოპო ლოსომ, EBAN-ის სამდივნოს დირექტორმა.

აქსელი საქართველოს უმსხვილესი ანგელოზ ინვესტორთა ქსელია. ის 2021 წლის ივნისში დაარსდა და უკვე აერთიანებს 70-ზე მეტ წევრს საქართველოდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას “ჭკვიანი ფულის” ინვესტირების ფესილიტაციით ყველაზე იმედისმომცემ ქართველ მეწარმეებში. 2021 წლის დეკემბრიდან აქსელი EBAN-ის წევრია.

EBAN ადრეული ეტაპის ინვესტორთა ევრიპული ქსელია, რომელიც 50-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტ წევრ ორგანიზაციას აერთიანებს. ის წარმოადგენს სექტორს, რომელიც, წინასწარი პროგნოზირებით, წელიწადში 11.4 მილიარდი ევროს ინვესტირებას განახორციელებს და შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს ევროპის მომავლისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების გზით.