ავტორი:

არნოლდ შვარცენეგერის უკანონო ვაჟი ჰოლივუდის დაპყრობას მამის კონტაქტების გარეშე გეგმავს - რას ამბობს ვარსკვლავი წლების წინანდელ რომანზე და რას წერს შვილზე?

არნოლდ შვარცენეგერის უკანონო ვაჟი ჰოლივუდის დაპყრობას მამის კონტაქტების გარეშე გეგმავს - რას ამბობს ვარსკვლავი წლების წინანდელ რომანზე და რას წერს შვილზე?

არნოლდ შვარცნეგერის და მისი ოჯახის დიასახლისის რომანის ამბავი პრესაში 2011 წელს გავრცელდა, რაც ვარსკვლავისა და მისი მეუღლის, მარია შრაივერის გაყრის მიზეზიც გახდა. როგორც წელბის შემდეგ გაირკვა, არნოლდს მილდრიდ ბაენასთან რომანი1996 წელს ჰქონდა, მაშინ, როცა მისი ოჯახი დასასვენებლად იყო წასული. მას შემდეგ, ბაენა სამსახურიდან წავიდა, 1 წლის შემდეგ კი ვაჟი გააჩინა. ჯოზეფ ბაენა კალიფორნიაში გაიზარდა და 13 წლის ასაკში შეიტყო, რომ მისი მამა არნოლდ შვარცნეგერია. ახლა კი, 25 წლის ბიჭს გადაწყვეტილი აქვს, რომ ჰოლივუდში მამის დაუხმარებლად მიაღწიოს წარმატებას.

არნოლდ შვარცნეგერი ყოფილ მეუღლესთან, მარია შრაივერთან ერთად მათი ქორწილის დღეს.

როცა არნოლდ შვარცნეგერს ჰკითხეს მოსამსახურესთან რომანის შესახებ, მსახიობმა თქვა, რომ ეს მისი ერთ-ერთი ყვლაზე დიდი შეცდომა იყო. მიუხედავად ყველაფრისა, არნოლდი ფიქრობს, რომ მშობელი ყველანაირად უნდა ეცადოს შვილებთან კარგი ურთიერთობის დასამყარებლად. არნოლდი თავის პასუხისმგებლობას იაზრებს და ჯოზეფსა და დედამისზე დღემდე ზრუნავს. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭის სწავლის საფასურიც სწორედ მამამისმა დააფინანსა.

ჯოზეფ ბაენა ახლა 25 წლისაა და ცხადად ახსოვს ის დღე, როცა მამამისის ვინაობა შეიტყო. "მაშინ მერვე კლასში ვიყავი. დედამ კლასიდან გამიყვანა და მითხრა, - აქედან უნდა წავიდეთ, მამაშენის შესახებ ყველამ შეიტყოო... ამის შემდეგ სახლს საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები მოაწყდნენ", - იხსენებს ჯოზეფი.

ჯოზეფ ბაენა ბოდიბილდერი, მსახიობი, ფიტნეს მოდელი და უძრავი ქონების აგენტია. მან გადაცემა "ცეკვავენ ვარსკვლავების“ კასტინგიც გაიარა. ჯოზეფს არაფერი უყვარს, რაც უშრომელადაა მიღებული და ამაყობს იმით, რომ შოუბიზნესის ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად მამამისის კონტაქტებს არ იყენებს. ამის მიუხედავად, იგი ზეწოლას გრძნობს და სურს, რომ მამას არ ჩამოუვარდეს:

"ბევრ ადამიანს ჰყავს წარმატებული მშობლები... საშიშია, როცა მუდმივად ასეთ დიდებულ ადამიანებს გადარებენ და პასუხისმგებლობას გრძნობ, რომ მოლოდინები გაამართლო“,- ამბობს ბაენა.

არნოლდის და ჯოზეფის ურთიერთობაზე წარმოდგენა მათი სოციალური მედიის ანგარიშებიდანაც ადვილად გვექმნება. როცა მამა-შვილი ერთად ვარჯიშს ვერ ახერხებს, ველოსიპედებით სეირნობენ. არნოლდი ამაყობს თავისი ბიჭით და ამბობს, რომ ჯოზეფი სავარჯიშოდ საუკეთესო პარტნიორი და კარგი შვილია. არნოლდის მიერ ჯოზეფის დაბადების დღის მისალოცად დაწერილი ტექსტი და კომპლიმენტები კი ისეთია, როგორიც ყველა ბავშვმა უნდა მოისმინოს მშობლებისგან:

"დაბადების დღეს გილოცავ, ჯოზეფ! ის, თუ როგორ დაამთავრე კოლეჯი და როგორ იღწვი შენი ოცნებების ასასრულებლად, ჩემთვის სასიამოვნო სანახავია. შენ საუკეთესო შვილი ხარ და მოუთმენლად ველი ჩვენს მომდევნო ვარჯიშს. მიყვარხარ“, - წერს არნოლდი სოციალური ქსელის პოსტში.

არნოლდ შვარცნეგერი 5 შვილის მამაა. მარია შრაივერთან ქორწინებიდან მას კეტრინი, ქრისტინა, პატრიკი და ქრისტოფერი ჰყავს.

წყარო: brightside

მოამზადა: ანა სიბოშვილმა