ავტორი:

აშშ-ის დაზვერვის სამსახური - "ნატო-ს წევრ პოლონეთში ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა"

აშშ-ის დაზვერვის სამსახური - "ნატო-ს წევრ პოლონეთში ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა"

აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტებმა ნატო-ს წევრი პოლონეთის საზღვარი გადაკვეთეს და ორი ადამიანი იმსხვერპლეს. ამის შესახებ The Associated Press-ი წერს.

რაც შეეხება პოლონურ მედიას, მათი ცნობით, პოლონეთში სოფელ ფშევოდუვში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

"შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია", - ამბობს სახელმწიფო სახანძრო შტაბის სპიკერი."ჩვენ მივიღეთ შეტყობინება აფეთქების შესახებ. ვადასტურებთ. რომ მსგავსი რამ მოხდა, ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა", - ამბობს ის.

პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ოფიციალურად ჯერჯერობით ინფორმაცია მედიასთან არ დაუდასტურებიათ. თუმცა მთავრობის სპიკერმა პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ ლიდერები "კრიზისულ სიტუაციას" განიხილავენ.