ავტორი:

"რამდენჯერ თქვა უკრაინამ, რომ ტერორისტი ჩვენი ქვეყნით არ შემოიფარგლება?! საჭიროა მოქმედება" - ზელენსკი პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციაზე

"რამდენჯერ თქვა უკრაინამ, რომ ტერორისტი ჩვენი ქვეყნით არ შემოიფარგლება?! საჭიროა მოქმედება" - ზელენსკი პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციაზე

"ეს დარტყმაა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე, საჭიროა მოქმედება", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა და პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.

"დღეს მოხდა ის, რის შესახებაც დიდი ხანია ვამბობდით. ტერორი ჩვენი სახელმწიფო საზღვრებით არ შემოიფარგლება. რუსეთის რაკეტებმა პოლონეთს დაარტყეს. რამდენჯერ თქვა უკრაინამ, რომ ტერორისტი სახელმწიფო ჩვენი ქვეყნით არ შემოიფარგლება?

რაკეტებით ნატოს ტერიტორიაზე დარტყმა, ეს რუსული სარაკეტო დარტყმაა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე! ეს ძალიან არსებითი ესკალაციაა. საჭიროა მოქმედება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ყოველთვის დაუჭერს მხარს პოლონელებს.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად კი ორი ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა The Associated Press-მა აშშ-ის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლის ცნობაზე დაყრდნობით. პოლონეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.