ავტორი:

"ეს არის რეალობა, რის შესახებაც გაფრთხილებდით, ვითხოვდით, ვის დახურვას, რადგან ცას არ აქვს საზღვრები" - რეზნიკოვი

"ეს არის რეალობა, რის შესახებაც გაფრთხილებდით, ვითხოვდით, ვის დახურვას, რადგან ცას არ აქვს საზღვრები" - რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნას ეხმაურება და აცხადებს, რომ სერიოზული ბრძოლა იწყება და გამარჯვების დროა.

"პოლონეთი - ეს არ არის თვითშესრულებული წინასწარმეტყველება. ეს არის რეალობა, რომლის შესახებაც ჩვენ გაფრთხილებდით, ვითხოვდით, ვის დახურვას, რადგან ცას არ აქვს საზღვრები, არ აქვს უკონტროლო რუსული რაკეტებისთვის, არ აქვს იმ საფრთხისთვის, რასაც ისინი ჩვენი ევროკავშირელი და ნატოელი მეზობლებისთვის წარმოადგენენ. ხელთათმანები მოხსნილია. გამარჯვების დროა“, - დაწერა რეზნიკოვმა "ტვიტერზე“.

მისი თქმით, უკრაინა ევროკავშირის ფარია და ერთობლივად უნდა დაიცვან თავი ტერორისტული სახელმწიფოსგან.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილმა რუსულმა რაკეტებმა ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი აკვირდება ვითარებას და მოკავშირეები მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებენ. ინფორმაციას უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყების ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების მოხვედრის შესახებ ცნობები “მიზანმიმართული პროვოკაციაა” ვითარების ესკალაციისთვის.