ავტორი:

"არ გვაქვს დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა, გამოძიება მიმდინარეობს" - ანჯეი დუდა

"არ გვაქვს დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა, გამოძიება მიმდინარეობს" - ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე აფეთქება ერთჯერადი ინციდენტი იყო და არ არსებობს მინიშნებები, რომ ეს კვლავ განმეორდება.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ეს იყო რუსული წარმოების რაკეტა, მაგრამ ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, ვინ გაუშვა რაკეტა.

"ამჟამად, ჩვენ არ გვაქვს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია", - აღნიშნა დუდამ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დაჰპირდა, რომ შემთხვევის გამოსაძიებლად ამერიკელ ექსპერტებს გააგზავნიან.

მისი თქმით, მოკავშირეები მხარს უჭერენ პოლონეთს ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის ყველა დებულების დაცვით.

„ყველა ლიდერმა, ვისაც დღეს ვესაუბრე, დამარწმუნა, რომ მოკავშირეები მხარს გვიჭერენ ნატო-ს მე-5 მუხლის ყველა დებულების დაცვით, ჩვენ ერთად განვიხილავთ ამ საკითხს“, - განაცხადა დუდამ.