ავტორი:

ვინ არის ბრედ პიტის ახალი გატაცება? - 58 მსახიობმა 29 წლის ინეს დე რამონი, ბონოს კონცერტზე, მეგობრებს გააცნო

ვინ არის ბრედ პიტის ახალი გატაცება? - 58 მსახიობმა 29 წლის ინეს დე რამონი, ბონოს კონცერტზე, მეგობრებს გააცნო

58 ბრედ პიტს ახალი გატაცება ჰყავს: ინეს დე რამონი. ინესი საიუველირო ბიზნესშია ჩართული და 2020 წლიდან ცნობილი ადამიანების ერთ-ერთი საყვარელი ბრენდის, Anita Ko-ს გაყიდვების ხელმძღვანელად მუშაობს. პიტი და დე რამონი ბონოს კონცერტს ერთად დაესწრნენ და მსახიობის ცნობილ მეგობრებსაც შეხვდნენ. გარდა იმისა, რომ ინესი პიტს ხვდება, წყაროს თქმით, იუველირი გოგონა მსახიობის გუნდის წევრიცაა.

წყვილი საკონცერტო შენობის გარეთ ერთად გამოჩნდა და ღონისძიების დაწყებამდე პიტმა, დე რამონი, თავის ახლო მგობრებს - სინდი კროუფორდს, რანდე გერბერსა და შონ პენს წარუდგინა. წყვილი მათ ხელგადახვეული ესაუბრებოდა. კონცერტის შემდეგ, მსახიობი თავისი "ტესლათი" წავიდა, დე რამონი კი პიტის დაცვამ გააცილა.

29 წლის ინეს დე რამონი სულ ახლახანს გასცილდა "ვამპირის დღიურების" მსახიობ პოლ უესლის. მათ განქორწინების შესახებ სექტემბერში განაცხადეს, მაგრამ როგორც წყვილის წარმომადგენელი იტყობინება, ისინი აპრილიდან მოყოლებული ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.

პარალელურად, არ ცხრება ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის სასამართლო დავის გარშემო მითქმა-მოთქმა. ისინი კვლავ იბრძვიან თავიანთი 6 შვილის მეურვეობის მოსაპოვებლად და საფრანგეთის "შატო მირავალის“ გაყიდვის საქმეც საკამათო საგნად აქციეს.

2016 წელს ჯოლისთან გაყრის შემდეგ, პიტი რამდენიმე ქალს ხვდებოდა, მაგრამ მსახიობი ურთიერთობების ოფიციალურად გაცხადებას ერიდება, რათა შვილებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს. წყაროს თქმით, მას ეშინია, რომ თუ ბრედს ოფიციალურად ეყოლება შეყვარებული, ანჯელინა ბავშვებთან მას აუგად მოიხსენიებს და მამასა და შვილებს ერთმანეთს ჩამოაშორებს.

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა