ავტორი:

"არ არსებობს მინიშნება, რომ პოლონეთზე წინასწარ განზრახული თავდასხმა მოხდა" - ანჯეი დუდა

"არ არსებობს მინიშნება, რომ პოლონეთზე წინასწარ განზრახული თავდასხმა მოხდა" - ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებით, არ არსებობს მინიშნება, რომ სამშაბათს ჩამოვარდნილი რაკეტა პოლონეთზე „წინასწარ განზრახული თავდასხმა“ იყო.

"არ არსებობს მინიშნება, რომ ეს წინასწარ განზრახული თავდასხმა იყო პოლონეთზე. სავარაუდოდ, ეს იყო რუსული წარმოების S-300 ტიპის რაკეტა. ამ დროისთვის, ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს იყო რუსული მხარის მიერ გასროლილი რაკეტა", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, დუდამ დასძინა, რომ არსებობს „ბევრი მინიშნება“, რომ ეს იყო საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც „სამწუხაროდ პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა“. მისივე თქმით, ის სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ გამოიყენება.