ავტორი:

"კარგია, რომ სააკაშვილი პოლიტიკაში არ ერევა? ვინმეს ეს უხარია? მიხეილ სააკაშვილი დღეს ჰაერივით სჭირდება ამ ქვეყანას" - დავით კირკიტაძე

"კარგია, რომ სააკაშვილი პოლიტიკაში არ ერევა? ვინმეს ეს უხარია? მიხეილ სააკაშვილი დღეს ჰაერივით სჭირდება ამ ქვეყანას" - დავით კირკიტაძე

მერე ეგ კარგია, რომ სააკაშვილი პოლიტიკაში არ ერევა? ვინმეს ეს უხარია? მიხეილ სააკაშვილი დღეს ჰაერივით სჭირდება ამ ქვეყანას, - ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ ჟურნალისტს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი რომ ჯანმრთელი და თავისუფალი იყოს, დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნების ჩატარება საჭირო არ იქნებოდა და ქვეყანაში სხვა პროცესი იქნებოდა.

"მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც ჩვენ ყველამ მოვისმინეთ არის ის, რომ ის პროცესებში არ ერევა და მას ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები არ აინტერესებს. ბევრისგან განსხვავებით, მე ეს არ მახარებს, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანას სჭირდება, მიხეილ სააკაშვილის აქტიური ჩართულობა ამ ქვეყანას სჭირდება, მათ შორის პოლიტიკაში.

რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ სააკაშვილი ამ პროცესში ჩართული იყოს, ვისურვებდი, რომ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელი და გარეთ", - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა სწორი დრო "ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული არჩევნების ჩასატარებლად, კირკიტაძე ასე პასუხობს: "მე ვთვლი, რომ შეიძლება გვიან იყოს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ამ პროცესიდან "ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვებული გამოვა“.