ავტორი:

"საბოლოო ჯამში, პოლონეთში მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება" - რა განცხადებას ავრცელებს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

"საბოლოო ჯამში, პოლონეთში მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება" - რა განცხადებას ავრცელებს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

"საბოლოო ჯამში, ამ ტრაგიკულ ინციდენტზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება", - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესმდივნის ედრიენ უოტსონის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც თეთრის სახლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

  • განცხადების თანახმად, რაკეტა, რომელიც 16 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა, დიდი ალბათობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის მუშაობის შედეგი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

“ჩვენ ვერ დავინახეთ ვერაფერი, რაც შეეწინააღმდეგებოდა პრეზიდენტ დუდას წინასწარ შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს აფეთქება, დიდი ალბათობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტის შედეგი იყო, რომელიც, სამწუხაროდ, პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა. ჩვენ გავაგრძელებთ გამჭვირვალედ შეფასებას და ახალი ინფორმაციის მოსვლისთანავე გაზიარებას. ასევე გავაგრძელებთ მჭიდრო კონტაქტს უკრაინელებთან ნებისმიერ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მათ გააჩნიათ, რომ სურათი შეივსოს”, - წერია განცხადებაში.

ინციდენტზე აშშ სრულ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

“იმისდა მიუხედავად, თუ როგორი იქნება საბოლოო დასკვნები, გასაგებია, რომ მხარე, რომელიც საბოლოო ჯამში პასუხისმგებელია ამ ინციდენტზე, არის რუსეთი, რომელმაც უკრაინა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამიზნული რაკეტებით დაბომბა. უკრაინას გააჩნდა და გააჩნია თავდაცვის უფლება”, - წერია განცხადებაში.