ავტორი:

"ქართული ოცნების" შემდეგ, ყველაზე მეტი თანხა "ალტ ინფოს“ შესწირეს - რა მოცულობის შემოწირულება მიიღეს მიმდინარე წელს პარტიებმა

"ქართული ოცნების" შემდეგ, ყველაზე მეტი თანხა "ალტ ინფოს“ შესწირეს - რა მოცულობის შემოწირულება მიიღეს მიმდინარე წელს პარტიებმა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) ინფორმაციით, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში პარტიებმა სულ 1 944 073 ლარის შემოწირულება მიიღეს.

9 თვეში ყველაზე მეტი თანხა, 666 000 ლარი (34%) "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დაუგროვდა.TI-ს ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მიღებული შემოწირულობების აბსოლუტური უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილთან ან პარტიასთან დაახლოებული მსხვილი ბიზნესჯგუფების მიერაა განხორციელებული. შემომწირველებს შორის არის პრემიერის სიმამრი თამაზ თამაზაშვილიც, რომელმაც პარტიას 10 000 ლარი შესწირა

2022 წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე პარტიების მიერ მიღებული შემოწირულებები ასე გამოიყურება:

  • "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ - 666 000 ლარი;
  • "კონსერვატიული მოძრაობა“ ("ალტ-ინფო“) - 393 611 ლარი;
  • "ლელო საქართველოსთვის“ - 370 600 ლარი;
  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 212 907 ლარი;
  • "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 130 484 ლარი;
  • "ელენე ხოშტარია - დროა“ - 63 927 ლარი;
  • "საქართველოსთვის“ - 37 271 ლარი;
  • "ევროპელი სოციალისტები“ - 27 800 ლარი;
  • "ხალხისთვის“ - 15 914 ლარი;
  • "საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ - 9 600 ლარი;
  • "საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 8 650 ლარი;
  • "თავისუფალი დემოკრატები“ - 5 920 ლარი;
  • "თავისუფალი საქართველო“ - 710 ლარი;
  • "კანონი და სამართალი“ - 600 ლარი;
  • "მოძრაობა-სახელმწიფო ხალხისთვის“ - 80 ლარი;

განაგრძეთ კითხვა