ავტორი:

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი მოსკოვშია - რას წერს რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდი?

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი მოსკოვშია - რას წერს რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდი?

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ფაჩუაშვილი მოსკოვშია. ინფორმაცია სასულიერო პირის სტუმრობის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

მიტროპოლიტი რუსეთის დედაქალაქში მე-10 სამეცნიერო კონფერენციაში, სახელად: "რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“ მონაწილეობისთვის ჩავიდა, რომელიც 16-17 ნოემბერს ანდრეი რუბლიოვის სახელობის მუზეუმში ტარდება. ღონისძიება მისი პირველი დირექტორის, დავით არსენიშვილის ხსოვნას ეძღვნება. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზი საღამოზე მოხსენებას წაიკითხავს.

როგორც ნიუსიდან ირკვევა, მიტროპოლიტი რამდენიმე დღეა უკვე მოსკოვშია. 15 ნოემბერს, ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი შეხვდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონს. რუსეთის საპატრიარქო წერს, რომ "გულთბილი, მეგობრული საუბრისას განიხილებოდა რუსეთის და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობების თანამედროვე მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტი“. შეხვედრას ესწრებოდნენ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლაი ბალაშოვი და DECR-ის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი.