ავტორი:

"ვიდრე ცოცხალი ვარ, ბავშვს ეს მდგომარეობა უნდა გამოვუსწორო" - ჯაბა მურცხვალაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

"ვიდრე ცოცხალი ვარ, ბავშვს ეს მდგომარეობა უნდა გამოვუსწორო" - ჯაბა მურცხვალაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

შშმ პირი გოგიტა მურცხვალაძეს აცხადებს, რომ შვილის თურქეთის კლინიკებში ახალი მეთოდით მკურნალობის შანსი გაუჩნდა, ის იმედოვნებს, რომ მის ვაჟს ჯაბა მურცხვალაძეს ამ მეთოდით მკურნალობა ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუუმჯობესებს.

გოგიტა მურცხვალაძე:

- ქართველი ხალხი დიდსულოვანია, უკვე წლებია მხარში მიდგანან და ჩემი შვილს უანგაროდ ეხმარებიან... ახლა ექიმებმა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ, მედიცინის თვალსაზრისით, არის სიახლე, მარტივად რომ გითხრათ, არის სპეციალური "ჩაფხუტი“, რაც პაციენტს თავზე ეხურება და გამა სხივებით ხდება კისტის დაშლა. როგორც იცით, ჯაბას დიდი ზომის კისტა აქვს ტვინის უჯრედებში. "ჩაფხუტს" კი აქვს სადენები, რომელზეც სხივებია შეერთებული. იმ სხივების საშუალებით ხდება სწორედ კისტის დაშლა. ეს ჩემთვის სანუკვარი რამ იყო, რომ ოპერაციის გარეშე მომხდარიყო კისტის გაქრობა. ტვინის უჯრედებში არსებული კისტის, კიდევ ერთი ოპერაციის ჩატარება დიდ საშიშროებას უქმნიდა ჩემი შვილის ჯანმრთელობას. ოპერაცია შეიძლებოდა ფატალურად დამთავრებულიყო. რადგან ახლა მედიცინა ამის საშუალებას იძლევა, ჯაბას არ დასჭირდება ოპერაცია და კისტა მკურნალობის შედეგად გაქრება. ეს არის საოცარი ამბავი. თუ არ იქნება კისტა, აღარ იქნება ეპილეფსია. როცა ეპილეფსია არ არის, მედიკამენტების დახმარებით, ხდება ტვინის ფუნქციის აღდგენა, რაც თავისთავად გონებრივ განვითარებას იწვევს. ახლა, რადგან თურქეთიდან ეს ინფორმაცია მაქვს, სტამბოლში ან ანკარაში უნდა ჩავიყვანო, ორივე ქალაქის კლინიკებშია ეგ მეთოდი დანერგილი. თავდაპირველად ხდება პაციენტის ხელახალი გამოკვლევა. შემდგომ ინიშნება მკურნალობა. წინასწარ ფინანსურად თუ არ ვიქნები უზრუნველყოფილი, საქმეს ბოლომდე ვერ მივიყვან. ამიტომ, მინდა, უზრუნველყოფილი ვიყო ფინანსურად რომ დავიწყო გამოკვლევა, როგორც მითხრეს, ამას 15-იდან 20.000 დოლარამდე სჭირდება და გააჩნია, როგორი სიმძიმის პაციენტია. ჯაბას შემთხვევაში, ვიმეორებ, კისტა დიდი ზომისაა და მისი გამა სხივებით დაშლა უნდა მოხდეს. ახლა ჩემს ავადმყოფობაზე აღარ ვფიქრობ, ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ მხოლოდ აქეთკენ ვარ გადართული. ვიდრე ცოცხალი ვარ, ბავშვის ეს მდგომარეობა უნდა გამოვუსწორო - ფიზიკურიც და გონებრივიც. მადლობა და ლოცვა-კურთხევა იმ ხალხს, ვინც ასე, წლების გამავლობაში გვერდით გვიდგას და თანადგომას გვიწევს.

  • • საბანკო ანგარიშები, სადაც შეგიძლიათ დაეხმაროთ ჯაბას:

საქველმოქმედო ფონდი "ხომლი" ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად. ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი: GE42BG0000000162421607

თიბისი ბანკი: GE45TB7420136080100007 თიბისი ბანკი. მიმღები: გოგიტა მურცხვალაძე.

ანგარიში: GE57TB7080645064300028 ლიბერთი ბანკი.

ბანკის კოდი: LBRTGE22 მიმღების ანგარიში: GE04LB0711186007624000