ავტორი:

ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა და აშშ-სა და მის მოკავშირეებს კიდევ ერთხელ დაემუქრა

ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა და აშშ-სა და მის მოკავშირეებს კიდევ ერთხელ დაემუქრა

ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა აშშ-სა და მისი მოკავშირეების გასაფრთხილებლად. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მოქმედება მათ ძვირად დაუჯდებათ და სანანებელი გაუხდებათ, რადგან ამას მათი მხრიდან "საპასუხოდ, მკაცრი სამხედრო მოქმედებები მოჰყვება". სამხრეთ კორეის სამხედრო პირებმა განაცხადეს, რომ ბალისტიკური რაკეტა ჩრდილოეთის აღმოსავლეთ სანაპიროს ქალაქ ვონსანიდან დილის 10:48 საათზე გაუშვეს.

ჩრდილოეთ კორეამ წელს უკვე არაერთი მსგავსი სატესტო რაკეტა გაუშვა და ასობით საარტილერიო ჭურვი ისროლა ზღვაში.

ჩრდილოეთ კორეის ეს გადაწყვეტილება აშშ-ს, სამხრეთ კორეისა და იაპონიის სამმხრივ სამიტს მოჰყვა. ქვეყნების ლიდერებმა გააკრიტიკეს ფხენიანის მიერ იარაღის გამოცდა და უსაფრთხოებისთვის უფრო ეფექტიან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მოლაპარაკებებზე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვალდებულებას გრძნობს, გააძლიეროს თავდაცვა და ასევე დაიცვას ორი აზიელი მოკავშირე შესაძლებლობების სრული სპექტრით, მათ შორის ბირთვული იარაღით.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩოე სონ ჰუიმ კი სამიტი გააკრიტიკა. მისი თქმით, ეს ვერ შეძლებს ჩრდილოეთ კოერის შეკავებას, არამედ ეს უფრო სერიოზულ და გარდაუვალი საშიშროების ქვეშ დააყენებს მათ.

ფხენიანის ბოლო საცდელი რაკეტის გაშვების შემდეგ, სამხრეთ კორეის და აშშ-ის სამხედროებმა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი წვრთნები განახორციელეს.“მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჩრდ კორეამ ბალისტიკური რაკეტების გაშვების სერია. ეს სასტიკი პროვოკაციაა, რომელიც მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხის ქვეშ ყენებს“,- ნათქვამია გაერთიანებული სამხედრო მეთაურების განცხადებაში.

CNN-ის მონაცემებით, ეს უკვე 33-ე გამოცდაა, რაც წელს ჩრდილოეთ კორეამ ჩაატარა, რაც სარეკორდო მაჩვენებლია...

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა