ავტორი:

"როცა მეამბოხე ხასიათი ხელოვნებაა" - მატილდა გვარლიანი ნიდერლანდური Vogue-ს გარეკანზე და თვალისმომჭრელი ფოტოები

"როცა მეამბოხე ხასიათი ხელოვნებაა" - მატილდა გვარლიანი ნიდერლანდური Vogue-ს გარეკანზე და თვალისმომჭრელი ფოტოები

ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელის, მატილდა გვარლიანის ფოტო Vogue-ს ნიდერლანდური გამოცემის დეკემბრის ნომრის ყდაზე დაბეჭდეს.

ფოტოები Vogue-მ "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, ახალი ნამუშევრები გულშემატკივარს "ინსტაგრამზე" გაუზიარა მატილდამაც.

ფოტოები ვენაში, ბელვედერეს სასახლეში გადაიღეს.

"გუსტავ კლიმტისა და სხვა ხელოვანების ნამუშევრებს შორის, მატილდა აჩვენებს, რომ ადამიანის მეამბოხე ბუნებაც ხელოვნებაა“, - წერს Vogue.

მატილდა გვარლიანს, კარიერის განმავლობაში, უკვე უთანამშრომლია მოდის ინდუსტრიის წამყვან ბრენდებთან.

ის 2000 წლის 16 მაისს დაიბადა, განსხვავებული შარმის მქონე მოდელი აქტიურად გამოდის სხვადასხვა კოლექციების ჩვენებებზე. ამბობს, რომ მოდელობა მისი ბავშვობის ოცნება იყო. მატილდა საკუთარ თავს არაპროგნოზირებადს უწოდებს და ამბობს, რომ ცვალებადი ხასიათი აქვს.

2020 წელს მატილდა გვარლიანი საერთაშიროსო ბრენდის, Red Valentino-ს სახე გახდა. მოდელი ბრენდის საახალწლო კამპანიაში გადაიღეს, სადაც სექსუალური და თავდაჯერებული ქალის იმიჯი მოირგო.

მოდელი 16 წლის იყო, როდესაც პირველად გამოვიდა Dolce & Gabbana-ს კოლექციის ჩვენებაზე და მას შემდეგ არაერთი ცნობილი ბრენდისთვის გამოვიდა პოდიუმზე.

მატილდასთვის დატვირთულია ბოლო კვირები, ის ნიუ იორკის, ლონდონის და ახლა უკვე პარიზის მოდის კვირეულზე გამოვიდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია პარიზის მოდის კვირეული, სადაც ქართველი მოდელი Dior-ის შოუზე ვიხილეთ.