ავტორი:

"სენატორის შეურაცხყოფის მიზანი არ მქონია... სხვა კონტექსტში ვხუმრობდი ჟურნალისტებთან..." - რას წერს ირაკლი ზარქუა

"სენატორის შეურაცხყოფის მიზანი არ მქონია... სხვა კონტექსტში ვხუმრობდი ჟურნალისტებთან..." - რას წერს ირაკლი ზარქუა

დეპუტატი ირაკლი ზარქუა განცხადებას აკეთებს ედიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ის სენატორ ჯინ შაჰინს "ჩათლახს" უწოდებს. ზარქუა განმარტავს, რომ მისი მიზანი სენატორისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ ყოფილა.

"დღევანდელ ფაქტს მინდა გამოვეხმაურო:

1. დღეს გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც ჩანს თითქოს შეურაცხვყოფ აშშ-ის სენატორს. რეალურად სენატორის შეურაცხყოფის მიყენების მიზანი ნამდვილად არ მქონია და აბსოლუტურად სხვა კონტექსტში ვხუმრობდი ჟურნალისტებთან ოფიციალური კომენტარის გაკეთებამდე, ვიდრე კამერებს ჩართავდნენ.მანამდე დაწყებული ხუმრობის გაგრძელებასთან რომ გვქონდა საქმე, ეს იქ მყოფმა ჟურნალისტებმაც კარგად იციან.

2. ნებისმიერ შემთხვევაში ვწუხვარ, თუკი ვინმემ ისე გაიგო ჩემი გამონათქვამი, რა კონტექსტით და მიზნითაც ნაცმედიამ გაავრცელა.

P. S. როგორც წესი, ასეთი შავი, არაოფიციალური მასალის გამოყენებას ჟურნალისტები არ კადრულობენ-ხოლმე, თუმცა, როგორც ჩანს, ჟურნალისტური მორალი მეასეხარისხოვანი ხდება, როდესაც სკანდალის ინტერესი დიდია", - წერს ზარქუა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.