ავტორი:

"როგორ მოიქცა ჩვენი ძვირფასი ოპოზიცია? ევროპარლამენტარებს ისტორიულ გადაწყვეტილებამდე 2 კვირით ადრე ქვეყნისთვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიაღებინეს" - პრემიერი

"როგორ მოიქცა ჩვენი ძვირფასი ოპოზიცია? ევროპარლამენტარებს ისტორიულ გადაწყვეტილებამდე 2 კვირით ადრე ქვეყნისთვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიაღებინეს" - პრემიერი

"ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, თქვენ კი ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ოპოზიციამ ისტორიული გადაწყვეტილებამდე 2 კვირით ადრე ევროპარლამენტს ქვეყნისთვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიაღებინა.

"ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, თქვენ კი ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. ეს იყო შეთქმულება, ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ამის თანამონაწილენი ხართ ყველანი.

ასევე, შეგახსენებთ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც იყო ანტიქართული, სამარცხვინო და უსამართლო. მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ევროპულ საბჭოს უნდა მიეღო ისტორიული გადაწყვეტილება და ჩვენ არ ვიცოდით მოგვცემდნენ თუ არა სტატუსს, რა უნდა გაკეთებინა პატრიოტ მოქალაქეს? მითუმეტეს, პოლიტიკოსს? რა მნიშვნელობა აქვს ოპოზიციაში არის თუ პოზიციაში. თუ მას შეუძლია, რაღაც წვლილი შეიტანოს, რა უნდა გაეკეთებინა? ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ ეს სტატუსი ჩვენც მიგვეღო ავანსად.

როგორ მოიქცა ჩვენი ძვირფასი ოპოზიცია? ყველაფერი გააკეთეს, მათ მთავარ ლობისტებთან ერთად დაარწმუნეს ევროპარლამენტის წევრთა უმრავლესობა, ამ შემთხვევაში, მათი დედაპარტიის, "ევროპის სახალხო პარტიის“ უმრავლესობა, სხვა პარტიების წარმომადგენლებიც და ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებამდე 2 კვირით ადრე მიაღებინეს ქვეყნისთვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. პირდაპირ ლანგრით მიართვეს მიზეზი სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს გარკვეულ ინტერესთა ჯგუფებს იმისთვის, რომ დაესაჯათ საქართველო, გამოეყოთ ამ ჯგუფიდან“,- აღნიშნავს პრემიერი.