ავტორი:

"გულშემატკივრები არ ჩერდებოდნენ და მაშინ მივხვდი, რომ უკვე მეც ფეხბურთელი ვიყავი" - როგორ რეაგირებს "კვარა" უარყოფით კომენტარებზე და რატომ ეჩხუბება საკუთარ თავს

"გულშემატკივრები არ ჩერდებოდნენ და მაშინ მივხვდი, რომ უკვე მეც ფეხბურთელი ვიყავი" - როგორ რეაგირებს "კვარა" უარყოფით კომენტარებზე და რატომ ეჩხუბება საკუთარ თავს

ხვიჩა კვარაცხელია - ფეხბურთელი, რომლის სახელის გაგოონებაც ყველა ქართველს სიამაყით ავსებს, რომლის მოედანზე გამოჩენასაც მოუთმენლად ელოდება მილიონობით გულშემატკივარი. ხვიჩას თამაშების ნახვისას ქართველები ხშირად ამბობენ ფრაზას - "სიზმარში ვართ." არა, სიზმარში არ ვართ, "კვარამ" ნამდვილად მონუსხა თავისი ნიჭით სრულიად საფეხბურთო სამყარო. ამის დასტურად ისიც საკმარისია, რომ ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის მეათე ადგილზეა.

ქართველ ფეხბურთელზე გამოვიდა დოკუმენტური ფილმი KVARA On Fire, რომელიც crocobet-მა გადაიღო. ფილმში კვარაცხელია საინტერესო დეტალებზე საუბრობს და თავის ნეაპოლურ ცხოვრებაზე უყვება გულშემატკივარს.

ამბობს, თუ როგორი მადლიერია გულშემტკივრების დადებითი კომენტარების გამო და რამდენად დიდი მოტივაციაა მისთვის კრიტიკა და უარყოფითი კომენტარები.

  • ხვიჩა კვარაცხელია:

"ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, იმხელა სიყვარულს და იმხელა სითბოს ვგრძნობ, რომ სტადიონიდან უნდა დავუბრუნო გულშემატკივარს. ვცდილობ ხოლმე რომ კომენტარები არ წავიკითხო, რადგან შეიძლება კარგად არ იმოქმედოს. შეიძლება ძალიან ბევრი კარგი კომენტარი იყოს, მაგრამ ყოველთვის იქნება ცუდიც.

ვინც მხარს მიჭერს და სულ ჩემ გვრდითაა, იმ ადმიანებს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, მადლიერი ვარ. ცუდ კომენტარებს კი სამოტივაციოდ ვიყენებ. ზოგი ისეთ რაღაცას მწერს, რომ მერე მინდა, მალე გავიდე მოედანზე (საპირისპირო დავამტკიცო).

თუ რამე ისე არ გამომივიდა, ჩემ თავთან მარტო ვრჩები და ვეჩხუბები ჩემ თავს, რომ რაღაც დავაკელი და უნდა შევცვალო, ან უფრო მეტი უნდა გავაკეთო.

ძალიან გავიზარდე ამ პატარა მონაკვეთში, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, სპალეტი ძალიან მაგარი მწვრთნელია, ბიჭებიც ძალიან მაგარი ფეხბურთელები არიან და ბევრს ვსწავლობ მათგან.

  • რას ნიშნავს კვარაცხელიასთვის მარადონას სახელობის სტადიონზე თამაში:

ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს აქ თამაში, ძალიან დიდი გუნდია "ნაპოლი", იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მითუმეტეს, მარადონა თამაშობდა ამ გუნდში. ეს რომ ჩემთვის ადრე ეთქვათ, შეიძლება ვერც გამეაზრებინა რომ ამ გუნდში თამაში შემეძლო. ძალიან ბედნიერი ვარ ამით.

როცა სავსე "მარადონას სტადიონი" დავინახე, ემოციებში ვიყავი და ვფიქრობდი, რომ არ ავყოლოდი ამ ემოციებს, ძალიან მაგარი გარემო იყო. გულშემატკივრები არ ჩერდებოდნენ და მივხვდი, რომ უკვე მეც ფეხბურთელი ვიყავი, მეც პროფესიონალი ფეხბურთელი ვიყავი. მინდა, რომ ძალიან ბევრმა ქართველმა ფეხბურთელმა გამოსცადოს ეს ემოციები და ბევრმა მიაღწიოს მიზანს.

ჩემთვისაც ეს წარმოუდგენელი იყო. ყველას ვურჩევ, რომ მიზნისთვის ბოლომდე იბრძოლოს - პატარ-პატარა საფეხურივით უნდა დადოს მიზნამდე მისასვლელად.

საერთოდ, საქართველოში ასეა, ბევრი ფიქრობს, რადგან მე ქართული პასპორტი მაქვს, შეიძლება რაღაცას ვერ მივაღწიო, არადა, არ არის ეგრე. ჩემი აზრით, ყველაფერი შესაძლებელია, ადამიანს თუ რაღაც ოცნება აქვს, ე.ი. მაგის გაკეთებაც შეუძლია. მინდა, რომ ბევრი ქართველი იყოს ასეთ ჩემპიონატებში.

  • როცა "ჩემიონთა ლიგის" ჰიმნი ესმოდა:

პირველ რიგში, ალბათ ეს თავმოყრაა ბავშვობის. პატარა რომ ვიყავი და ამ ჰიმნს ტელევიზორში ვუსმენდი, არც გამიფიქრია რომ შეიძლებოდა მანდ ვმდგარიყავი ოდესმე. ჩემი პირველი ოცნება, რა თქმა უნდა, ეგ იყო, "ჩემიონთა ლიგის" თამაში. ამ ჰიმნის მოსნება რაღაც ისეთ ენერგიას გაძლევს, რომელსაც ვერ იპოვი, შეიძლება ვერასდროს ვერ ნახო. მითუმეტეს, "ლივერპულთან" როცა თამაშობ პირველ თამაშს, გჭირდება მოტივაცია და ძალიან დიდი მოტივაცია იყო ჩემთვის ამ ჰიმნის მოსმენა.

  • ჟესტებზე, რომლებსაც გოლის აღნიშვნისას იყენებს:
"ეს ეძღვნება ცუდი კომენტარების ავტორებს, ხშირად ჩემზე აბსურდს ამბობენ და მინდა გაიმეორონ, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთო"

"სანამ სტეფ კარი NBA-ს მოიგებდა, ამბობდნენ, რომ კარის და "გოლდენ სტეიტს" შანსი არ ჰქონდათ ჩემპიონობის და უწერდნენ, დაიძინეო. ბოლოს, ფინალში, როცა სტეფ კარი სამქულიანებს აგდებდა, ამ ჟესტიკულაციას აკეთებდა, გაჩუმდითო, დაიძინეთო იმიტომ, რომ მე ჩემს საქმეს მაინც გავაკეთებო"
ამ აღნიშვნით, "კვარა" ასო-ბგერა "ნ"-ს გამოსახავს და ის ფეხბურთელის შეყვარებულს, ნიცას ეძღვნება

  • წვივსაფარი საქართველოს დროშით

ეს იმიტომ მიკეთია, რომ მინდა, ჩემს ქვეყანაზე ყველამ იცოდეს და სულ ვდილობ ხოლმე, რომ რაიმე ვთქვა ჩემს ქვეყანასთან დაკავშირებით.

მინდა, რომ ყველამ ნახოს საქართველო, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ქვეყანა გვაქვს, ტრადიციებით. კიდევ იმირომ მიკეთია, რომ მგონია, მიცავს