ავტორი:

ისტორიული გამარჯვება - ქართველმა მორაგბეებმა უელსის ნაკრები დაამარცხეს

ისტორიული გამარჯვება - ქართველმა მორაგბეებმა უელსის ნაკრები დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის მესამე ტესტ-მატჩი უელსის ნაკრების წინააღმდეგ, კარდიფში გამართა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის პირველი ტაიმი შეხვედრის მასპინძლებმა 12-3 მოიგეს. მეორე ნახევარში "ბორჯღალოსნებმა'' მატჩში დაბრუნება მოახერხეს და დრამატულ ბოლო წუთებში ანგარიშით 13:12 იმარჯვეს.

გადამწყვეტი სამი ქულა ჯარიმით საქართველოს ნაკრებს ლუკა მატკავამ მოუტანა,ლევან მაისაშვილის გუნდმა ისტორიაში პირველად მოახერხა უელსის ნაკრების დამარცხება. ქართველმა მორაგბეებმა ნოემბერში გამართული სამი ტესტ-მატჩიდან ორის მოგება მოახერხეს.