ავტორი:

მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე ექსპრეზიდენტის შესაძლო მოწამლვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:

"მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია.

მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება საავადმყოფოში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდება შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები.

საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით, მოვუწოდებთ ყველას, გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ ვალერი გელბახიანის განცხადებით, სააკაშვილი მოწამლულია. როგორც ადვოკატი განმარტავს, მესამე პრეზიდენტის მოწამვლის შესახებ უცხოელების დასკვნის საფუძველზე საუბრობს. მისი თქმით, მოწამვლის შესახებ ეჭვი დიდი ხნის წინ თავად მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა.