ავტორი:

"ეს ის საამაყო ბიჭები არ არიან ჯვრის ფორმით რომ დადგნენ?! ამის გამო დასცინოდნენ. იმედია, შერცხვა იმ ხალხს" - რას წერს გიორგი კალანდია

"ეს ის საამაყო ბიჭები არ არიან ჯვრის ფორმით რომ დადგნენ?! ამის გამო დასცინოდნენ. იმედია, შერცხვა იმ ხალხს" - რას წერს გიორგი კალანდია

ხელოვნების სასახლის დირექტორი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია ქართველი ბორჯღალოსნების უელსის წინააღმდეგ გამარჯვებას ეხმიანება და საზოგადოებას ახსენებს, თუ როგორ გააკრიტიკეს ქართველი მორაგბეები იმის გამო, რომ სამოასთან შეხვედრამდე მოედანზე ჯვარი გამოსახეს.

"ერთი კითხვა მაქვს - ეს ის საამაყო და სასახელო ბიჭები არ არიან სამოასთან შეხვედრის დროს წმინდა ნინოს ჯვრის ფორმით რომ დადგნენ?!

ამის გამო კი ვიღაც ვიღაცეები რომ დასცინოდნენ ?! იმედია შერცხვა იმ ხალხს... ჩვენს ბიჭებს და ჩვენს ქვეყანას კი ღმერთმა გამარჯვება არ მოაკლოს!", - წერს გიორგი კალანდია.