ავტორი:

უიშვიათესი დაავადება და ცხოვრების სტილი, რომლითაც ამტკიცებს, რომ შეუძლებელი არაფერია - ვინ არის ბიჭი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მორგან ფრიმანთან ერთად გახსნა?

უიშვიათესი დაავადება და ცხოვრების სტილი, რომლითაც ამტკიცებს, რომ შეუძლებელი არაფერია - ვინ არის ბიჭი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მორგან ფრიმანთან ერთად გახსნა?

ბიჭი, რომელმაც 20 ნოემბერს, კატარში მსოფლიო ჩემპიონატი, ჰოლივუდის ვარსკვლავ მორგან ფრიმანთან ერთად გახსნა, განიმ ალ-მუფტაა.

განიმი 2002 წლის 5 მაისს, უიშვიათესი დაავადებით კაუდალური რეგრესიის სინდრომით დაიბადა. აღნიშუნული დაავადება ხერხემლის ქვედა ნაწილის განუვითარებლობას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ მისი გადარჩენის ალბათობა ძალიან მცირე იყო, ექიმებმა შეძლეს და განიმს სიცოცხლე შეუნარჩუნეს.

ის მაგალითია, აბსოლუტურად, ყველასთვის, განსაკუთრებით, კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის, მთელ მსოფლიოში და საკუთარი აქტიურობით ამტკიცებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

ბიჭს ყოველწლიურად სამედიცინო ქირურგიული დახმარება სჭირდება, რისთვისაც ევროპაში ჩასვლა უწევს. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ბევრ სკოლას არ სურდა მისი მიღება, თანდაყოლილი დაავადების გამო.

განიმის ჰყავს ტყუპისცალი აჰმად ალ-მუფტა, რომელმაც, მშობლებთან ერთად, დიდი როლი ითამაშა ძმის განვითარებაზე.

ტყუპისცალ ძმასთან ერთად

განიმმა კატარში ნაყინის მწარმოებელი კომპანია charisa ice cream დააარსა, რომელსაც 6 ფილიალი გააჩნია და უკვე 60 თანამშრომელი ჰყავს. მიუხედავად დაავადებისა, მას ძალიან უყვარს სპორტი, განსაკუთრებით, ფეხბურთი, ცურვა, დაივინგი, სკეიტბორდით სიარული და ლაშქრობა. მან საჯაროდ განაცხადა, რომ მსოფლიოს ყველაზე მაღალ მწვერვალ ევერესტზე ასვლაც სურს.

აღსანიშნავია, რომ განიმი სოციალური პლატფორმების აქტიური მომხმარებელია. მას "ინსტაგრამზე" მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, მის "იუთუბარხს" კი - 823 ათასი ადამიანი ადევნებს თვალს. რაც შეეხება მიზნებს, სურს რომ შეისწავლოს პოლიტიკური მეცნიერებები და გახდეს კატარის პრემიერ-მინისტრი.

  • მოამზადა ლუკა ცხვედიანმა