ავტორი:

"ბავშვი მამამ ძაღლს ძლივს გამოგლიჯა" - თბილისში მცირეწლოვანი პიტბულმა დაკბინა: რას ჰყვება თვითმხილველი

"ბავშვი მამამ ძაღლს ძლივს გამოგლიჯა" - თბილისში მცირეწლოვანი პიტბულმა დაკბინა: რას ჰყვება თვითმხილველი

თბილისში მცირეწლოვანი ბავშვი პიტბულმა დაგლიჯა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დროისთვის, ოპერაცია უტარდება.

გავრცელებული ცნობით, ძაღლი, რომელიც მოულოდნელად აგრესიული გახდა, ბავშვის ოჯახს ეკუთვნის.

სოციალურ ქსელში მომხმარებელი ლალი საყვარელიძე წერს, რომ აღნიშნულ ფაქტს თავად შეესწრო.

"ისეთ საშინელებას შევესწარი ამ წუთას, რომ არ დავწერო არ შემიძლია. პეტრიაშვილზე ბავშვი თავისივე სახლში პიტბულმა დაგლიჯა. გადარჩება თუ არა, არ იციან. მამამ ძლივს გამოგლიჯა. ეს რა სენი შეგვეყარა ადამიანები ერთმანეთს ვეღარ იტანენ და ძაღლების სიყვარულით გადაირიენ", - წერს თვითმხილველი "ფეისბუქში".

1 წლამდე ბავშვი ციციშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც "ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, ბავშვის მდგომარეობაა მძიმეა. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

ბოლო პერიოდში, საქართველოში პიტბულის მიერ ადამიანის დაკბენის არაერთი შემთხვევა მოხდა.

ასევე იხილეთ: