ავტორი:

კლინიკა „მედი” ახალი სტრატეგიითა და გუნდით გრანდიოზულ განახლებას იწყებს!

კლინიკა „მედი” ახალი სტრატეგიითა და გუნდით გრანდიოზულ განახლებას იწყებს!

კლინიკა „მედის“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი - კახაბერ მჭედლიძე მოღვაწეობას დიდი განახლებით იწყებს, რომელიც საქართველოში არსებული კლინიკა „მედის“ 20-ვე ფილიალს მოიცავს. ცვლილებას დაექვემდებარა დირექტორთა საბჭო, აღმასრულებელი დირექტორი, ტექნიკური დირექტორი, ფინანსური დირექტორი, კომერციული დირექტორი, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დირექტორი, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იურიდიულ საკითხებში, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე კლინიკური სერვისების საკითხებში და ყველა საშუალო რგოლის მენეჯერი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად და კომპანიის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

შეგახსენებთ, რომ „მედი“ საქართველოს ბაზარზე 1999 წლიდან პოზიციონირებს და საქართველოში ყველაზე დიდი ესთეტიკური მედიცინის ცენტრია, კლინიკების ფართო ქსელით, მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალითა და ულტრათანამედროვე აპარატურით. აერთიანებს 30 კლინიკას 3 ქვეყანაში და დასაქმებული ჰყავს 600 ადამიანი. ჯამური წლიური შემოსავალი კი შეადგენს 14 მილიონ დოლარს.

კლინიკა „მედის” დამფუძნებლები გახლავთ: გიორგი მჭედლიძე (კლინიკა “მედი ესთეტიკის” ჯგუფის დამფუძნებელი და პრეზიდენტი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი) და მარინა მჭედლიძე (კლინიკა ,,მედის” სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ესთეტიკის ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო საზოგადოების წევრი).

წამყვანი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა საერთაშორისო ქსელი „მედი“ მთელს საქართველოში ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას საუკეთესო მომსახურების, კვალიფიციური ექიმების, უახლესი ტექნოლოგიებისა და მუდმივი განვითარების დამსახურებით. კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: კოსმეტოლოგია, პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია, ესთეტიკური გინეკოლოგია.

„მედი“ - ეს არის ხარისხი, რომელმაც გაუძლო დროს...

R