ავტორი:

ბანგლადეშში, ამერიკელი ბლოგერის მკვლელობისთვის სიკვდილმისჯილი 2 პირი გაიქცა - რა მოხდა 2015 წელს და როგორ მოახერხეს მსჯავრდადებულებმა გაქცევა?

ბანგლადეშში, ამერიკელი ბლოგერის მკვლელობისთვის სიკვდილმისჯილი 2 პირი გაიქცა - რა მოხდა 2015 წელს და როგორ მოახერხეს მსჯავრდადებულებმა გაქცევა?
  • ფოტოზე: ავიჯიტ როი, მეუღლესთან ერთად

2 ისლამისტი მებრძოლი, რომელთაც ბანგლადეშში, ამერიკელ-ბანგლადეშელი ბლოგერის მკვლელობის გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, გაიქცნენ. ბლოგერის მკვლელობის მიზეზი, მის მიერ რელიგიური ექსტრემიზმის კრიტიკა გახდა. ავიჯიტ როი - ინჟინერი და ბლოგერი, მაჩეტეთი შეიარაღებულმა პირებმა 2015 წლის თებერვალში მოკლეს იმ დროს, როდესაც, მეუღლესთან ერთად, წიგნის ბაზრობიდან ბრუნდებოდა. თავდასხმისას დაშავდა მისი ცოლიც. აღნიშნული დანაშაულის გამო, ისლამურ მებრძოლთა ჯგუფის 5 წევრს - სიკვდილით დასჯა, ერთს კი სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მსჯავრდადებულთა გადაყვანის დროს, მათ გზა ბაიკერებმა გადაუჭრეს, სამართალდამცავებს ქიმიური ნივთიერება შეასხეს და გაათავისუფლეს 2 სიკვდილმისჯილი. ასევე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ძებნაა გამოცხადებული როგორც გაქცეულ პატიმრებზე, ისე დამხმარე ჯგუფზეც.

პოლიციამ მათ დასაკავებლად ჯილდოდ 2 მილიონი ტაკა (16 350 ევრო) დააწესა. მსჯავრდადებულები არიან Ansarullah Bangla Team-ის წევრები, რომლებიც დაქვემდებარებულები არიან ალ-ქაიდას. პოლიცია ამბობს, რომ ისინი რამდენიმე ბლოგერისა და აქტივისტის მკვლელობის უკან დგანან. 2013-2016 წლებში ბანგლადეშში განხორციელდა სასიკვდილო თავდასხმების სერია აქტივისტებზე, ბლოგერებსა და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელებზე.

  • მოამზდა ლუკა ცხვედიანმა