ავტორი:

"ნუ მეტყვით ახლა, გახდიო... მინდა, გავხდები და მინდა გავსუქდები, მშვენივრად ვგრძნობ თავს" - როგორ პასუხობს გიორგი ყიფშიძე საზოგადოებას

"ნუ მეტყვით ახლა, გახდიო... მინდა, გავხდები და მინდა გავსუქდები, მშვენივრად ვგრძნობ თავს" - როგორ პასუხობს გიორგი ყიფშიძე საზოგადოებას

ყიფშიძეების ცნობილი ოჯახის მიმართ საზოგადოების ინტერესი ყოველთვის დიდია. მსახიობი გიორგი ყიფშიძე თავის ათასობით გულშემატკივარს სოციალური ქსელის საშუალებით ხშირად ეკონტაქტება, უზიარებს ახალ ვიდეოებს და ახალ ინფორმაციებს.

რამდენიმე დღის წინ მან რამდენიმეწამიანი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შეცვლილი იმიჯითაა. მის ახალ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დიდი ნაწილი ხაზს უსვამდა იმას, თუ როგორ დაიკლო წონაში მსახიობმა.

  • აღნიშნულს გიორგი ყიფშიძე ირონიულად გამოეხმაურა: "ავად ვარ და ვკვდები, დაკმაყოფილდა თქვენი ინტერესი?!"

ზოგიერთმა მსახიობს ნარკოდამოკიდებულება შეახსენა, რის შესახებაც ყიფშიძეს არაერთხელ უსაუბრია სატელევიზიო ეთერში. მსგავს კომენტარებს მან ასე უპასუხა:

"არანაირი ნარკატა აღარაა ჩემს ორგანიზმში უკვე დიდი ხანია, ყველამ თქვენს სიმახინჯეებს მიხედეთ, სარკეში ჩაიხედეთ და მიხვდებით".

  • გიორგი ყიფშიძის გულშემატკივრები მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდნენ და ამ თემაზე კითხვით, მის შვილს, ნატალიას მიმართეს.

"ამ თემაზე მე ვერ ვისაუბრებ, რადგან მამას პირადია. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, რაც მამა ავად გახდა, საშინელი ბულინგია მისი ვიზუალის მიმართ. გთხოვთ ყველას, თავი შეიკავეთ მისი გაკიცხვისგან, მით უმეტეს, ინფორმაცია არ გაქვთ“, - დაწერა "ინსტაგრამის" სთორიში ნატალია ყიფშიძემ.

მოგვიანებით, გიორგი ყიფშიძემ კიდევ ორი მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, სადაც მოახლოებულ დაბადების დღეზე და წონაზე საუბრობს:

  • გიორგი ყიფშიძე:

- 22 ნოემბერს 45 წლის ვხდები, რა ამბავია... რაც დრო გადის, მით უფრო ჩქარა იწყებს დრო გასვლას. სკოლის ასაკში მეგონა, რომ 18 წლის ვერასოდეს გავხდებოდი. 18-ისაც გავხდი, 25-ის, 35-ის და ახლა 45 წლის ვხდები. ვხვდები, რომ ძალიან, ძალიან ჩქარა გადის დრო.

ნუ მეტყვით ახლა, გახდიო, სარკეში ჩაიხედეთ, მინდა, გავხდები და მინდა გავსუქდები, მშვენივრად ვგრძნობ თავს... ეს იდიოტებისთვის ვთქვი", - ამბობს მსახიობი.