ავტორი:

ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პოსტი გიული ალასანიამ გამოაქვეყნა - "ამ პოსტთან ეკა ხერხეულიძეს კავშირი არ აქვს"

ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პოსტი გიული ალასანიამ გამოაქვეყნა - "ამ პოსტთან ეკა ხერხეულიძეს კავშირი არ აქვს"

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დღევანდელი პოსტი მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ სააკაშვილისვე თხოვნით გამოაქვეყნა.

"ბატონ სააკაშვილის დღევანდელმა ფეისბუქ პოსტმა დიდი მითქმა- მოთქმა გამოიწვია, არადა საკითხი მარტივია, იგი შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა დედამისს ქალბატონ გიული ალასანიას და რადგან თვითონ მას არ შეუძლია, სთხოვა ეს საკითხი პოსტის სახით გამოექვეყნებინა მის ფეისბუქ გვერდზე, რაც დედამ გააკეთა კიდეც. გაუგებარი მიზეზებით რაღაც ჯგუფმა ამ პოსტის შექმნა გამოქვეყნებაში ქალბატონი ეკა ხერხეულიძე დაადანაშაულა რაც, რბილად რომ ვთქვა, არაეთიკური და საქმეში ჩაუხედაობაა.

ამ პოსტთან ქალბატონ ეკა ხერხეულიძეს არანაირი კავშირი არ აქვს და მეორეც ეს ადამიანი მიშას უანგარო და ერთგული თანამებრძოლია, რასაც ყოველდღე ვხედავ, რასაც ძალიან აფასებს მიშა და გულახდილად ვიტყვი კეთილი შურით მშურს. იშვიათია სიძულვილით სავსე ამ სამყაროში ასეთი უანგარო მეგობრობა! ჩემი პატივისცემა ქალბატონ ეკას" - წერს შალვა ხაჭაპურიძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, სადაც ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ მას მისი სავარაუდო მოწამვლის შესახებ ადვოკატებისთვის არასდროს უთქვამს.

"ჩემი არცერთი ადვოკატისთვის არასდროს მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე - „ვივამედის“ ექიმები მცდელობას არ აკლებენ, მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ნახეთ ასევე: