ავტორი:

"ნაციონალების" დროინდელი მაღალჩინოსნისა და ქართველი მოდელის ლაქშერული ცხოვრება ამერიკაში - "რაღაცები არ იყო მარტივი, მაგრამ პრობლემები გადავლახეთ"

"ნაციონალების" დროინდელი მაღალჩინოსნისა და ქართველი მოდელის ლაქშერული ცხოვრება ამერიკაში - "რაღაცები არ იყო მარტივი, მაგრამ პრობლემები გადავლახეთ"

წლების წინ, თათა ქართველიშვილს ქართული საზოგადოება კარგად იცნობდა. მისი კარიერა სილამაზის კონკურსში მონაწილეობით დაიწყო, შემდეგ კი სატელევიზიო ინდუსტრიაში გადაინაცვლა. დაოჯახების შემდეგ, თათა კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, მისი მეუღლე ზურა არსოშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" დროს შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გახლდათ. ხელისუფლებლების შეცვლის შემდეგ, წყვილმა საქართველო დატოვა და ამერიკული ოცნების ასახდენად შტატებში გაემგზავრა...

ახლა თათა ქართველიშვილს მოდის ინდუსტრიაში კარგად იცნობენ, ის ქართული მოდის ამბასადორია ლოს-ანჯელესში. სწორედ მისი პიარ სააგენტოს TATA PR Los Angeles-ის საშუალებით ხდება, რომ მსოფლიოში ცნობილი ვარკვლავები ქართველი დიზაინერების სამოსს იცვამენ და მათ მიერ შექმნილ სამკაულებს ირგებენ...

ის წარმატებული ქალია, ამავე დროს დედა და მეუღლე, რომელიც კარიერის განვითარების პარალელურად ცხილობს, რომ ოჯახისთვისაც ყოველთვის დარჩეს დრო...

- თათა, კარიერა მოდელობით დაიწყეთ, იყავით ტელეწამყვანი, თუმცა წლებია უკვე შტატებში ცხოვრობთ... საქართველოში ცხოვრების წლებს როგორ გაიხსენებდით?

- უზომოდ მიყვარს საქართველო და ყოველთვის კარგი მახსენდება, როდესაც საქართველოში გატარებულ წლებზე ვფიქრობ. 27 წლამდე ვცხოვრობდი თბილისში და ის წლები ძალიან ძვირფასია ჩემთვის. თბილისში მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრება მქონდა, ძალიან ბევრი რამ ხდებოდა ჩვენს ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ ადამიანი ყველაზე ბედნიერად თავს, მაინც საკუთარ სამშობლოში, გარემოში და საყვარელ ადამიანებთან ერთად გრძნობს.

- მეუღლის, ოჯახის შესახებ მოგვიყევით...

- ჩემი მეუღლე არის ზურაბ არსოშვილი, 16 წელია ერთად ვართ, გვყავს ორი ქალიშვილი 14 წლის მარიამი და 1 წლის ოდრი. ოდრიმ ძალიან დიდი სიხარული და მხიარულება შემოიტანა ჩვენს ოჯახში და ყველა ოდრის აღზრდაზე ვართ გადართულები.

- საქათველოში თქვენი ოჯახი პოპულარული იყო, ჟურნალისტები თქვენთან ინტერვიუებს წერდნენ, მეუღლეს ყველა იცნობდა. რთული არ იყო ამ ყველაფერზე უარის თქმა?

- ზურას ძალიან წარმატებული კარიერა ჰქონდა, ახალგაზრდა ასაკში საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიციებს იკავებდა, რამაც მას ცნობადობა მოუტანა. არ მგონია, რომ მას ამის ნაკლებობა გაუჭირდა. ან ამაზე უარის თქმა პრობლემა იყო მისთვის. ზოგადად ძალიან რთულია, როცა ქვეყნის შეცვლა და ახალი ცხოვრების დაწყება გიწევს.

- ახლა საქართველოს Fashion ამბასადორი ხართ, ის რომ უცხოელი ვარკვლავები ქართველი დიზაინერების სამოსს იცვამენ თქვენი დამსახურებაა... რამდენად მარტივი იყო გზა, რომელიც უცხო ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლისას აირჩიეთ...

- ეს მეც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, უანრავი ბრენდი ცდილობს, რომ ცნობილ ადამიანებს თავიანთი პროდუქცია ჩააცვან, მიუხედავად ამისა, ჩემი სააგენტოს აქტიური მუშაობით, მსოფლიოს ვარსკვლავები, (A list celebrities) ქართველი დიზაინერების ლუქებს ირგებენ. ეს გზა მარტივი ნამდვილად არ იყო, დღემდე არის ძალიან შრომატევადი და საკმაოდ რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო და აზარტული. ყოველთვის ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, ჩემი საქმიანობა მოდას დაუკავშირდებოდა.

- როგორ გაჩნდა Tata Pr Agency-ს შექმნის იდეა და როგორ გადიხართ კავშირზე ცნობილ სახეებთან, რომელთაც ქართველი დიზაინერების სამოსი უნდა მოირგონ, რა პრინციპით არჩევთ მათ?

- იმ პერიოდში ბევრი ახალი ქართველი დიზაინერი გამოჩნდა და გადავწყვიტე მათი პროდუქცია გამეცნო ამერიკული ბაზრისთვის. თავიდან ვაწყობდი Pop Up-ებს და მალევე გავაკეთე ონლიაინ მაღაზია TATA-LA.COM. ჰოლივუდში ქართველ დიზაინერებს არ იცნობდნენ და საჭირო იყო პიარი. ამიტომ, პარალელურად დავიწყე, საჭირო კონტაქტების მოძიება და მათთან საქმიანი ურთიერთობების დაწყება. რაც გახდა ჩემი მთავარი ინტერესი. 2018 წელს დავაარსე მოდის PR სააგენტო TATA PR Los Angeles. ჩემი მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება მეტ ცნობილ ადამიანთან ეთანამშრომლა სააგენტოს. ამისთვის საჭიროა კარგად იცნობდე თითოეული სელებრითის და მათი სტილისტების სტილს და მოთხოვნებს. ასევე სწორი სამოსის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია სააგენტოსთვის და ეს ხდება იმის მიხედვით თუ რა იქნება იმ სეზონზე უფრო მოთხოვნადი და აქტუალური.

- ხშირად უთქვამთ უარი? - ქვეყნის შესახებ თუ სხვამენ კითხვებს მათი აგენტები...

- როდესაც ცნობილ ადამიანთან იგზავნება სამოსი იქ სხვა, ძალიან ბევრი, უკვე ცნობილი, თუ დამწყები დიზაინერის ლუქებიც ხვდება და კონკურენცია წარმოუდგენლად დიდია. მაგალითათ თუ დაგეგმილია 5 ლუქის შერჩევა შესაძლოა 50-100 მდე ვარიანტიდან მოხდეს შერჩევა და თუ შენ მიერ გაგზავნილ ლუქზე შეჩერდა არჩევანი ეს უკვე ძალიან დიდი წარმატებაა. ცნობილ ადამიანთან ნივთის ეგრეთ წოდებულ “fitting”ზე მოხვედრა უკვე ნიშნავს, რომ ბრენდი საინტერესო მათთვის.

- პირველი წარმატება როდის მოვიდა?

- ეს იყო ქეითი ფერი, ნათია ხუციშვილის და ლაკო ბუკიას ნიანგის საყურეებით ABC-ის სატელევიზიო შოუში. ფოტო სადაც ქეითი ფერის ეკეთა ეს საყურე შეირჩა TV show, American Idol-ის სარეკლამო კამპანიის ბილბორდებისთვის და მთელი ამერიკის მასშტაბით, რამდენიმე თვის განმავლობაში, ქეითი ფერის ეს ფოტო იყო გამოკრული ბილბორდებზე. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება სააგენტოსი.

- თათა, პანდემიამ რამდენად შეგიშალათ ხელი საქმიანობაში, რას აკეთებდით მაშინ, როდესაც მსოფლიო ჩაიკეტა?

- პანდემიამ ისევე, როგორც ყველას, ჩვენც შეგვიშალა ხელი მუშაობაში, თუმცა იმ პირობებში მაინც მოვახერხეთ განვითარება და გაფართოება. რომ არა პანდემია, სააგენტოს ზრდა კიდევ უფრო მასშტაბური იქნებოდა. სააგენტო მუდმივად ზრდის იმ კლიენტების სიას ვისთანაც ვმუშაობთ და ასევე იმ დიზაინერების რიცხვს ვისაც წარმოვადგენთ.

- მეუღლე რამდენად გიწყობთ ხელს საქმიანობაში, რას გვეტყვით ამდენწლიანი ცოლ-ქმრობის შემდეგ, თუ იყო რთული მომენტებში თუნდაც შტატებში გადასვლის შემდეგ?

- ზურას მხრიდან ყოველთვის ვრძნობ გვერდში დგომას და მხარდაჭერას. შეუძლებელია წარმატებას მაიღწიო შენ საქმეში, თუ მეუღლე და ოჯახი ხელს არ შეგიწყობს. ზურა თავადაც ძალიან დაკავებულია, მან დააარსა კომპანია რომელიც მობილური აპლიკაციების დეველოპერობით არის დაკავებული. ამიტომ გვიწევს ერთმანეთისვის ხელის შეწყობა, რომ ორივეს საქმე წარმატებულად ვაკეთოთ. როგორც ყველა ოჯახში, ჩვენც გვქონია და გვაქვს პრობლემები. საქართველოში ზურა იმდენად დაკავებული იყო, რომ ერთად ძალიან ცოტა დროს ვატარებდით და სულ გვქონდა მონატრების მომენტი. აქ გადმოსვლის შემდეგ, 24 სათი ერთად ვიყავით, ამას დაემატა სხვა და სხვა სიახლეები და ცვლილებებები ჩვენს ცხოვრებაში, რაც არ იყო მარტივი. მაგრამ, თუ წყვილს უყვარს ერმანეთი მაშინ ყველა პრობლემის გადალახვა შესაძლებელია.

- საქართველოსთან დაკავშირებით თუ გაქვთ გეგმები, გინანიათ ოდესმე ქვეყნის დატოვება?

- საქართველოსთან დაკავშირებით გვაქვს გეგმები და ამას ალბათ მოგვიანებით გაგაცნობთ, როცა ამის დრო მოვა. ამ ეტაპზე ჩემი გეგმები სააგენტოს და ონლაინ მაღაზიია, უფრო განვითარებაა, პარალელურად ვაგრძელებ ქართული მოდის პოპულარიზაციაზე ზრუნვას. რაც შეეხება ქვეყნის დატოვების სინანულს, სინანულით არ მინანია, თუმცა ნამდვილად რთულია უცხო ქვეყანაში გადმოსვლა. ხშირად მითქვამს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია, რომ მქონოდა იმაზე, თუ რამხელა სირთულეები ახლავს ემიგრაციას, ალბათ ამ ნაბიჯს არ გადავდგავდი.

- შტატებში მცხოვრებ ქართველებთან თუ გაქვთ ურთიერთობა, მოდიან თქვეთან სტუმრად... ქართულ საღამოებს თუ აწყობთ ხოლმე?

- ჩვენ ლოს-ანჯელესში ვცხოვრობთ, სადაც სამწუხაროდ ქართველები ბევრნი არ ვართ. მაგრამ, მეგობრები როცა ვიკრიბებით ვცდილობთ ქართული კეძებით გაუმასპინძლდეთ ერთმანეთს.

- რამდენად თვალს ადევნებთ ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრიც ცხოვრებას, ხშირად ჩამოდიხართ სტუმრად სამშობლოში?

- ძირითადად ჩვენი ოჯახის წევრები და მეგობრები ჩამოდიან ჩვენთან. შეძლებისდაგვარად ვადევნებ თვალს ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას, სამწუხაროდ კარგს ვერაფერს ვხედავთ და ძალიან მწყდება გული.

- რას ეტყოდით იმ ქალებს, რომლებიც ახლა იწყებენ ბიზნეს და ჯერ კიდევ ძალიან ეშინიათ, რა არის მნიშვნელოვანი ამ დროს...

- ბიზნესის დაწყებისას ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ აირჩიო საქმე რის დაწყებასაც აპირებ. წარმატება მარტივად და სწრაფად იშვიათად მოდის, ამიტომ მოთმინება და შრომისმოყვარეობა არის მთავარი. აუცილებელია, რომ გჯეროდეს საკუთარი თავის და შესაძლებლობების. ასევე, თუ რამე არ გამოვა, არ დანებდნენ, გააგრძდლონ მცდელობა იქამდე ვიდრე სასურველ შედეგს არ მიიღებენ.