ავტორი:

ქანიე ვესტის თქმით, Balenciaga-ს, Adidas-ის და Gap-ის ჰუდებს 20 დოლარად ყიდის

ქანიე ვესტის თქმით, Balenciaga-ს, Adidas-ის და Gap-ის ჰუდებს 20 დოლარად ყიდის

რეპერი ქანიე ვესტი ამბობს, რომ Balenciaga-ს, Adidas-ის და Gap-ის ჰუდებს 20 დოლარად ყიდის. ამის შესახებ ქანიემ ვებგვერდ X17-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა.

მან საზოგადოებას დაათვალიერებინა ლოს ანჯელესში მდებარე სახელოსნო, სადაც ქანიე თავის დიზაინერულ საქმიანობას ეწევა.კადრებში ჩანს, თუ როგორ მუშაბენ სახელოსნოში დასაქმებული ადამიანები.

"წარსულს ვტოვებთ და ორიენტირებულნი ვართ მომავალზე", - ამბობს ქანიე ვიდეოში.

ბრენდული ჰუდების 20 დოლარად გაყიდვის გადაწყვეტილება რეპერმა მას შემდეგ მიიღო, რაც ანტისემიტური განცხადებების გამო, Balenciaga-მ, Adidas-მა და Gap-მა მასთან კონტრაქტი გაწყვიტეს.

ქანიეს რამდენიმე კვირის წინ "ტვიტერის" ანგარიშიც დაუბლოკეს, თუმცა მას შემდეგ, რაც აღნიშნული სოციალური ქსელი ილონ მასკმა შეიძინა, რეპერის გვერდი აღადგინეს.

საინტერესოა ისიც, რომ სკანდალებით გამორჩეული მუსიკოსის განცხადებით, ის აპირებს 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ის ორი წლის წინაც ამბობდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით კანდიდატურა მოხსნა.