ავტორი:

ჯიჯი ჰადიდისა და ლეონარდო დიკაპრიოს ნიუ-იორკული "ტკბილი ნოემბერი" - პაპარაცებმა შეყვარებული წყვილი პაემანზე შენიშნეს (ფოტოები)

ჯიჯი ჰადიდისა და ლეონარდო დიკაპრიოს ნიუ-იორკული "ტკბილი ნოემბერი" - პაპარაცებმა შეყვარებული წყვილი პაემანზე შენიშნეს (ფოტოები)

მედიაში არ წყდება მითქმა-მოთქმა სუპერმოდელ ჯიჯი ჰადიდისა და ჰოლივუდის ვარსკვლავ ლეონარდო დიკაპრიოს სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი პაპარაცებს გაურბის, მაინც მაინც მოახერხეს მათი გადაღება.

ამჯერად, ლეონარდო და ჯიჯი პაპარაცებმა რომანტიკული ვახშმობისას შენიშნეს. წყვილი ნიუ იორკის ერთ-ერთ რესტორანში იყო პაემანზე.

48 წლის მსახიობი და 27 წლის მოდელი რესტორან Cipriani-ში იმყოფებოდნენ, რომელიც ცნობილი ადამიანების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.

პაპარაცებისგან მათ დაცვას ლეოს მეგობარი, ვივი ნევო ცდილობდა. დიკაპრიოს ბეისბოლის კეპი და ნიღაბი ეკეთა, რომელიც თითქმის მთლიანად უფარავდა სახეს, მაგრამ მისი ამოცნობა ფოტოგრაფებისთვის მაინც ადვილად გახდა შესაძლებელი. ლეონარდოს მსგავსად, სახის დაფარვას ჯიჯიც ცდილობდა და ლურჯ ყელსახვევს იფარებდა.

წყვილი სექტემბრის შემდეგ არაერთხელ მოქცეულა მედიის ყურადღების ცენტრში. რამდენიმე დღის წინ, როგორც ბრიტანული გამოცემა Page Six იტყობინებოდა, ჯიჯი და ლეო ჰელოუინის წვეულებასაც ერთად დაესწრო.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა