ავტორი:

ტრაგედია თურქეთში - უმძიმეს ავარიას სამი ცნობილი თურქი მსახიობი ემსხვერპლა

ტრაგედია თურქეთში - უმძიმეს ავარიას სამი ცნობილი თურქი მსახიობი ემსხვერპლა

თურქეთში უმძიმეს ავარიას სამი ცნობილი მსახიობი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა წუხელ ამასია მერზიფონში მოხდა... მიკროავტობუსი, რომელშიც ცნობილი მსახიობები მგზავრობდნენ სამსუნში მიდიოდა და წინ მიმავალ სატვირთოს დაეჯახა. ავარიისას ადგილზე დაიღუპნენ მსახიობები: ტოლგა გიულერიუზი, ბურაკ ტოპჩუ და ოზგურ კარატაში.

ოზგურ აიაზი, ბურაკ გიულჩები, მელის ისითენი, სერგენ დევეჩი, უღურ შალვარჯიოღლუ, ჯეიჰუნ ფერსოი და ფილიზ ოზბეკი სასწრაფო დახმარების მანქანებით მერზიფონისა და სულუოვას საავადმყოფოებში გადაიყვანეს...

ერთ-ერთი დაშავებული ცნობილი სერიალის „ელჩის ქალიშვილის“ მთავარი გმირის, ყოფილი მეუღლეა. მსახიობის თქმით, ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ.

პირველადი ექსპერტიზით ცნობილია, რომ მიკროავტობუსი, რომლშიც თეატრის მსახიობები ისხდნენ, სწრაფად გადაადგილდებოდა. ამ დროისთვის დაკავებულია მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს...

წყარო: expatguideturkey.com