ავტორი:

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი სენსაცია - არგენტინა საუდის არაბეთთან დამარცხდა

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი სენსაცია - არგენტინა საუდის არაბეთთან დამარცხდა

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა, არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა საუდის არაბეთის წინააღმდეგ გამართა.

მატჩი ბევრისთვის მოულოდნელად საუდის არაბეთის გამარჯვებით, ანგარიშით - 1-2 დასრულდა.

პირველი გოლი ლეო მესიმ მატჩის მე-10 წუთზე გაიტანა. ანგარიშის გათანაბრება საუდის არაბეთმა 49-ე წუთზე შეძლო, გოლი ალ შეჰრიმ გაიტანა, ხოლო არაბი ფეხბურთელები ალ დაუსარიმ 53-ე წუთზე დააწინაურა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ცნობისთვის, არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფში. ამ ჯგუფში საუდის არაბეთისა და არგენტინის გარდა მექსიკა და პოლონეთი ასპარეზობენ.