ავტორი:

გორში 13 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ნათესავი მამაკაცი დააკავეს

გორში 13 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ნათესავი მამაკაცი დააკავეს

გორში 13 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 65 წლის მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის ნათესავ ბავშვზე სექასუალურ ძალადობაშია ბრალდებული.

კერძოდ, დაზარალებული 13 წლის მოზარდი ამბობს, რომ ბაბუის ძმა მასზე სექსუალურად თვეების განმავლობაში ძალადობდა და მოზარდს აშანტაჟებდა.

ფაქტი მას შემდეგ გახმაურდა, რაც მომხდარის შესახებ მოზარდის დედამ შეიტყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.