ავტორი:

მამაკაცებს შორის სუფრასთან დაწყებული დაპირსიპირება სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა - ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი: რა მოხდა სოფელ პატარა ხარაგაულში

მამაკაცებს შორის სუფრასთან დაწყებული დაპირსიპირება სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა - ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი: რა მოხდა სოფელ პატარა ხარაგაულში

ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი ხარაგაულის მუნიციპალოტეტში.

სოფელ პატარა ხარაგაულში შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, ტრაგედიას წინ სუფრასთან დაწყებული დაპირისპირება უძღოდა. მოგვიანებით, სოფლის მცხოვრებლებმა გასროლის ხმა გაიგონეს, ადგილზე მისულებმა კი ავტომობილში ნახეს მამაკაცი, რომელიც უკვე გარდაცვლილი იყო. ის სავარუდოდ, ავტომობილით წასვლას ცდილობდა. ადგილობრივებმა ასევე ქუჩაში იპოვეს 40 წლამდე დაჭრილი მამაკაცი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

ambebi.ge- ს ინფორმაციით, გარდაცვილი გუჯა ბერაძეა, ხოლო დაჭრილი მამაკაცი ირაკლი კიკნაძე.

დაჭრილი მამაკაცი, ირაკლი კიკნაძე აცხადებს, რომ არ იცნობდა იმ პირს, ვინც გაისროლა. მისი თქმით, გასროლამდე კამათი არ ყოფილა.

როგორც დაჭრილი აცხადებს, მამაკაცმა ეზოდან გასვლის შემდეგ გაისროლა და შემდეგ თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა.

"იმ ადამიანს არ ვიცნობდი, ახლობელს მოყვა. კამათი არ ყოფილა, რამდენიმე ჭიქა დალიეს, ეზოდან გასვლის დროს, ჯერ მე მესროლა სამი ტყვია, მანქანას ამოვეფარე. მერე გუჯას ესროლა, შემდეგ მიიმალნენ. რატომ ისროლა არ ვიცი და იარაღით თუ იყო, არც ეგ ვიცოდით“, - განაცხადა ირაკლი კიკნაძემ.

ვინ იყო შეიარაღებული თავდამსხმელი ამ დრომდე უცნობია, ადგილობრივების თქმით, დაკავებული არავინაა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

როგორც შსს-ში განგვიცხადეს, დაწყებულია საქმის გამოძიება და დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.