ავტორი:

"მეათე სართულზე "დონ კეზერა" იჯდა და მასთან შესული ბიზნესმენი იქიდან ქონების გარეშე გამოდიოდა" - როგორ გახდა მულტიმილიონერი კეზერაშვილი, რომელსაც წლების წინ არაფერი გააჩნდა?

"მეათე სართულზე "დონ კეზერა" იჯდა და მასთან შესული ბიზნესმენი იქიდან ქონების გარეშე გამოდიოდა" - როგორ გახდა მულტიმილიონერი კეზერაშვილი, რომელსაც წლების წინ არაფერი გააჩნდა?

ბოლო პერიოდში როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია სულ უფრო ხშირად ახსენებენ თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს, თან ისე, რომ ხელისუფლებისთვის ის ოლიგარქი აღმოჩნდა, ოპოზიციის ნაწილისთვის - თავისუფალი მედიის დამცველი, სულისჩამდგმელი და ივანიშვილის დამარცხების ერთადერთი შანსი.

საინტერესოა, რომ კეზერაშვილის გამო "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებაა. მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია 2017 წელს აცხადებდა, რომ კეზერაშვილმა მილიონები ყაჩაღობით, ქურდობითა და ძარცვით იშოვა, ახლა კი კეზერაშვილი ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია და მის "ევროპულ საქართველოს" აფინანსებს.

რამდენიმე თვის წინ მან პოზიცია შეცვალა და განაცხადა, თუკი კეზერაშვილი ოპოზიციას ივანიშვილის მოშორებაში დაეხმარებოდა, ის მისთვის მისაღები იქნებოდა. მიუხედავად ამისა, მელიასთვის კეზერაშვილი მაინც მიუღებელი აღმოჩნდა და კეზერაშვილის ინტერესებს პარტიაში ხაბეიშვილის ფრთა იცავს, რომელსაც, როგორც ამბობენ, კეზერაშვილი აფინანსებს ოპოზიციის კიდევ სხვა წარმომადგენლებთან ერთად. არადა, ერთ დროს ხაბეიშვილიც, მელიას მსგავსად, კეზერაშვილის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთს დაავიწყდა, თუ რა ხდებოდა საქართველოში უახლოეს წარსულში და რა საქმეებში ფიგურირებდა კეზერაშვილის სახელი. თუმცა კეზერაშვილის ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერიც კი ვერ პასუხობს კითხვას - როგორ გახდა კეზერაშვილი, რომელსაც ოფიციალურად ბევრი არაფერი ჰქონდა, 1-2 წელიწადში მულტიმილიონერი?!

მას თანამდებობრივი დეკლარაცია ბოლოს 2008 წელს (თავდაცვის მინისტრობისას) აქვს შევსებული, საიდანაც ირკვევა, რომ ის საერთოდ არაფერს ფლობდა. დეკლარაციის თანახმად, 2008 წლის ბოლოს მას "საქართველოს ბანკში" სახელფასო ბარათზე მხოლოდ 51 000 ლარი ჰქონდა და არც უძრავ და არც მოძრავ ქონებას არ ფლობდა. ასევე არ ჰქონდა არანაირი აქცია და არ მონაწილეობდა სამეწარმეო საქმიანობაში. დეკლარაციის მიხედვით, ბინას და მანქანას კეზერაშვილის მეუღლე, სოფიო ჩიქოვანი ფლობდა.

  • 2008 წლის დეკემბერში, ამ დეკლარაციის შევსებიდან რამდენიმე დღეში, კეზერაშვილმა თანამდებობა დატოვა - ანუ ამ დროს არ ჰქონდა არანაირი ქონება და ისეთი თანხა, რომლითაც თუნდაც საშუალო ბიზნესს დაიწყებდა.

თუმცა 2016 წლის აპრილში შვეიცარიულმა გაზეთმა Tribune de Genève-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ Panama papers-ის სახელით გავრცელებულ ფარულ დოკუმენტებში დავით კეზერაშვილის სახელიც ფიგურირებდა.

გაზეთის ინფორმაციით, 10 დღეში, მას შემდეგ, რაც კეზერაშვილმა თანამდებობა 2008 წლის დეკემბერში დატოვა, მისმა ათმა რწმუნებულმა ოფშორულ ზონაში სამი კომპანია დაარეგისტრირა, რომელთაგან ერთ-ერთის ანგარიშზე ნავთობის ბიზნესიდან მიღებული მილიონობით დოლარი ირიცხებოდა. Panama papers-ის თანახმად, შვეიცარიული ბანკის ანგარიშზე დაახლოებით 21 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, ამასთან, ამავე გზით მოხვდა დაახლოებით 25 მლნ სხვა ანგარიშებზე.

არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებითა და ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, წინა ხელისუფლების დროს კეზერაშვილი აკონტროლებდა სარეკლამო ბაზრის დიდ ნაწილს. ის ასევე აკონტროლებდა "საქართველოს ლატარიის კომპანიასაც". ამ კომპანიის ერთ-ერთ მეწილედ თავისი ცოლისძმა, დიმიტრი ჩიქოვანი ჰყავდა გაფორმებული. გარდა ლატარიის კომპანიისა, ჩიქოვანი იყო "აუთდორ ჯის"“(სარეკლამო მონოპოლისტი) ფორმალური მესაკუთრე და კეზერაშვილის "ფოთი ტერმინალ ჰოლდინგის"“ დირექტორი.

2011 წლის დეკემბერში კეზერაშვილმა "ნეტგაზეთთან"“ინტერვიუში თქვა, რომ ის ნავთობკომპანია „"გალფის"“ ერთ-ერთი მფლობელი იყო. ეჭვი, რომ მას ნავთობბაზარზე ინტერესები ჰქონდა, მანამდეც არსებობდა, თუმცა ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ეს პირადად დაადასტურა.

ბიზნესმენი თუ "დონ კეზერა"?

ვაკეში, ჭავჭავაძის პროსპექტზე მდებარეობს შენობა, ამ ადგილზე ჩავლისას ბიზნესმენებს დღესაც კი ცუდი შეგრძნება უჩნდებათ. მათი თქმით, „"პიქსელის" შენობის მეათე სართულზე „"დონ კეზერა"“იჯდა და ამ შენობაში შესული ბიზნესმენი იქიდან ან ქონების გარეშე გამოდიოდა, ან ციხეში მიდიოდა...წაიკითხეთ სრულად