ავტორი:

"იმდენად ნეგატიური იყო მთელი მისი არსება" - რატომ არ უნდოდა ჯეიმს კამერონს "ტიტანიკში" ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობა - მსახიობის შერჩევის დროს მომხდარი აქამდე უცნობი ამბავი

"იმდენად ნეგატიური იყო მთელი მისი არსება" - რატომ არ უნდოდა ჯეიმს კამერონს "ტიტანიკში" ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობა - მსახიობის შერჩევის დროს მომხდარი აქამდე უცნობი ამბავი

რეჟისორმა ჯეიმს კამერონმა GQ-სთან ინტერვიუში გაამხილა, რომ "ტიტანიკში" ლეონარდო დიკაპრიოსთვის როლის მიცემაზე "თითქმის უკან დაიხია", რადგან მსახიობის დამოკიდებულება არ მოეწონა. კამერონის თქმით, დიკაპრიო "დივას დამოკიდებულებით" გამოცხადდა კასტინგზე, რამაც არც თუ ისე სახარბიელო შთაბეჭდილება მოახდინა მასზე.

რეჟისორმა, 1997 წელს ფილმის კასტინგზე დიკაპრიოსთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. ამ დროს ქეით უინსლეტი უკვე დამტკიცებული იყო როუზის როლზე.

"შემოვიდა ლეო, რომელმაც ოთახში ყველა მოხიბლა, მათ შორის მეც. მე ვუთხარი: კარგი, მოდი ვნახოთ, როგორია შენი და ქეითის ქიმია", - ყვება 68 წლის რეჟისორი.

რეჟისორს სურდა, რომ სცენარიდან რამდენიმე სტრიქონი მსახიობებს ერთად წაეკითხათ.

ლეოს უკითხავს, "უნდა წავიკითხო? ოჰ, მე არ ვკითხულობ." კამერონს გული აუცრუვდა, მას ხელი ჩამოართვა და დიკაპრიოს მისვლისთვის მადლობა გადაუხადა. ლეო დაიბნა და უთხრა: "მოიცადე, მოიცადე, მოიცადე... ეს იმას ნიშნავს, რომ თუ არ წავიკითხავ, როლზე არ დამამტკიცებთ? სულ ესაა? "

კამერონმა კი ხისტად მიუგო: "ეს უდიდესი ფილმია, რომელსაც ჩემი ცხოვრების 2 წელი უნდა დავუთმო. ამიტომ, არ ვაპირებ კასტინგში არასწორი არჩევანის გაკეთებით ფილმი გავაფუჭო. ანუ, ან წაიკითხავ სტრიქონებს, ან როლს ვერ მიიღებ".

ჯეიმს კამერონის თქმით, ამაზე დიკაპრიომ ცხვირი აიბზუა და ტექსტის წაკითხვას დათანხმდა.

  • "იმდენად ნეგატიური იყო მთელი მისი არსება, სანამ არ დავიძახე "action!", იმ მომენტში ქეითი განათდა და ორივე მათგანი გარდაიქმნა. ღრუბლები გაიფანტა და მზის სხივმა ჯეკი გაანათა. ვთქვი: მორჩა, მისია როლი".

კამერონის გადაწყვეტილების მართებულობა, გარკვეულწილად, "ტიტანიკის" წარმატებამაც დაადასტურა, ფილმმა ოსკარის 14 ნომინაციიდან 11-ში გაიმარჯვა, დიკაპრიომ კი, საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მსახიობის ადგილი დაიმკვიდრა.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა