ავტორი:

"რუსეთმა უკრაინის მიმართ 70 რაკეტა გაისროლა, საჰაერო თავდაცვამ 51 ჩამოაგდო" - უკრაინის საჰაერო ძალების ხელმძღვანელობა

"რუსეთმა უკრაინის მიმართ 70 რაკეტა გაისროლა, საჰაერო თავდაცვამ 51 ჩამოაგდო" - უკრაინის საჰაერო ძალების ხელმძღვანელობა

ოთხშაბათს რუსეთმა უკრაინის მიმართ 70 რაკეტა გაისროლა, საჰაერო თავდაცვამ 51 ჩამოაგდო, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების ხელმძღვანელობის პრეს-ცენტრი ავრცელებს.

“23 ნოემბერს ტერორისტმა სახელმწიფომ მორიგ ჯერზე მასიური სარაკეტო დარტყმა მიიტანა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებიდან და შავი ზღვის ფლოტის გემებიდან. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რაკეტების გაშვება მოხდა როსტოვის ოლქის ვოლგოდონსკის რაიონიდან და კასპიის ზღვიდან, ასევე ორი მცირე სარაკეტო კატერიდან შავი ზღვის აკვატორიიდან. ჯამში, საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა 70 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა, მათგან 51 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.