ავტორი:

თბილისში, 12 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა: "დაიბადა გოგონა, თავს ორივე კარგად გრძნობს"

თბილისში, 12 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა: "დაიბადა გოგონა, თავს ორივე კარგად გრძნობს"

თბილისში, 12 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა. "დაიბადა გოგონა, თავს ორივე კარგად გრძნობს" - განუცხადა AMBEBI.GE -ს "პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის" ექიმმა ლალი ტურძლაძემ.

გოგონა რამდენიმე საათის წინ კატასტროფის ბრიგადით რუსთავიდან გადაიყვანეს კლინიკაში. მოუმწიფებელი ორგანიზმის გამო ექიმები გართულებებს ელოდნენ.

არასრულწლოვანი 11 წლის იყო, მეექვსე კლასში, როცა დაორსულდა. არასრულწლოვანია ბავშვის მამაც.

გამოძიება მიმდინარეობს სქესობრივი დანაშაულის ფაქტზე.