ავტორი:

"ვტოვებ "რუსთავი 2"-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას" - რას წერს ირაკლი იმნაიშვილი ტელეკომპანიიდან წასვლის მიზეზზე?

"ვტოვებ "რუსთავი 2"-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას" - რას წერს ირაკლი იმნაიშვილი ტელეკომპანიიდან წასვლის მიზეზზე?

ირაკლი იმნაიშვილი "რუსთავი 2"-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემებია.

"როდესაც "რუსთავი 2" ფიზიკური განადგურების და გაქრობის საფრთხის წინაშე იდგა, პატივი მერგო ვყოფილიყავი იმ გუნდის წევრი, რომელმაც გაქრობას გადაარჩინა 27 წლის ისტორიის მქონე სამაუწყებლო კომპანია.

წარმატებები არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებისთვისაც "რუსთავი 2" არ არის მხოლოდ სამსახური. ეს მათი ოჯახია და ისინი არ შეუშინდნენ არც ბულინგს, არც უბინძურეს შანტაჟს.

საოცარი იყო რუსთავი 2-ის პატრიოტებთან ერთად მუშაობა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მიწევს ჩემს ჯანმრთელობაზე მთლიანად გადავერთო და ამის გამო ვტოვებ რუსთავი 2-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას" - წერს იმნაიშვილი.