ავტორი:

გაიგეთ, რამდენად ხარისხიან სტომატოლოგიურ მომსახურებას იღებთ

გაიგეთ, რამდენად ხარისხიან სტომატოლოგიურ მომსახურებას იღებთ

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, სტომატოლოგიური დაავადებები მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ადამიანების დიდ ნაწილს ცხოვრების ხარისხს უქვეითებს, იწვევს ტკივილსა და დისკომფორტს, რიგ შემთხვევაში კი სხვა უფრო რთულ დაავადებებსაც. სტომატოლოგიური კლინიკები სწრაფად ვითარდება და პაციენტებს მრავალფეროვან საპრევენციო თუ სამკურნალო პროცედურებს სთავაზობს.

უკანასკნელი მონაცემების თანახმად, მსოფლიოში დაახლოებით 3.5 მილიარდ ადამიანს სხვადასხვა ტიპის სტომატოლოგიური დაავადება აწუხებს. კარიესი კი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა.

დაავადების მაღალი მაჩვენებლის მიზეზი ის გახლავთ, რომ ბევრ ქვეყანაში სტომატოლოგიური მომსახურების დროულად მიღება ვერ ხერხდება, რადგან ის საკმაოდ ძვირადღირებული მომსახურებაა. დაზღვევა კი მას ხშირ შემთხვევაში არ ფარავს.

სტომატოლოგიის დარგი ბევრ ქვეყანაში მაღალ დონეზეა განვითარებული. მუდმივად იხვეწება და ვითარდება როგორც ტექნიკური აპარატურა, ისე სამუშაო მასალები. შედეგად მოუგვარებელი სტომატოლოგიური პრობლემა ფაქტობრივად აღარ არსებობს.

სტომატოლოგია საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული საქართველოშიც, თუმცა სხვადასხვა სტომატოლოგიური კლინიკა ერთმანეთისგან ხარისხით მნიშვნელოვნად განსხვავდება და შესაბამისად, განსხვავდება ფასიც.

რომ გაარკვიოთ რამდენად ხარისხიან სტომატოლოგიურ მომსახურებას იღებთ ამა თუ იმ კლინიკაში, აუცილებლად უნდა დასვათ შემდეგი კითხვები:

  • რამდენად მაღალტექნოლოგიურია კლინიკა?
  • რამდენად თანამედროვე სამუშაო მასალებით მუშაობენ სტომატოლოგები?
  • ექიმები ჩართულები არიან თუ არა უწყვეტი განათლების პროცესში?
  • არის თუ არა სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტი დასაქმებული სტომატოლოგიურ კლინიკაში?
  • მათზე პასუხების მიხედვით კი განსაზღვრავთ, მაღალი დონის მომსახურებას იღებთ თუ არა.

გაითვალისწინეთ შემდეგი ინფორმაციაც:

სამუშაო მასალები

სამუშაო მასალები ფასისა და ხარისხის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. სტომატოლოგიური სამუშაო მასალები მუდმივად ვითარდება. ზოგადად მაღალი ხარისხის მასალები სასურველი შედეგის მიღების წინაპირობაა. თუ სტომატოლოგი თანამედროვე სამუშაო მასალებით არ მუშაობს, მაღალი ხარისხის შედეგს ვერ მიიღებთ. უახლესი მასალების უპირატესობებია: ბუნებრივ კბილთან მსგავსება, ჰიპოალერგიულობა, ბიოთავსებადობა, მდგრადობა.

აპარატურა

სტომატოლოგია ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, მედიცინაში ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია. რაც უფრო თანამედროვე აპარატურითაა სტომატოლოგიური კლინიკა აღჭურვილი, მით უკეთეს მომსახურებას სთავაზობს ის პაციენტს. მაგალითად, დღეს მსოფლიოში წამყვანი გერმანული კომპანია Dentsply Sirona აწარმოებს ინოვაციურ სტომატოლოგიურ აპარატურას. საქართველოსა და კავკასიის რეგიონში მისი სტრატეგიული პარტნიორია „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“. ტექნოლოგიურ აღჭურვილობაში დიდი როლი აკისრია ცერეკ სისტემას, რომლის უპირატესობებია: სისწრაფე, ხარისხი, სიზუსტე, ნაკლებად ინვაზიურობა და სიმარტივე.

ექიმების გუნდი

აუცილებელია, რომ მაღალკვალიფიციურ განათლებასთან ერთად, ექიმები მუდმივად გადიოდნენ გადამზადებას, ზრუნავდნენ პროფესიულ განვითარებაზე, რათა ფეხი აუწყონ თანამედროვე მიდგომებსა და ტექნოლოგიებს.

მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ განსაზღვროთ, ხარისხიან სტომატოლოგიურ მომსახურებას იღებთ თუ არა. შეარჩიეთ კლინიკა, რომელიც დასახელებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, რათა თქვენ მიერ მიღებული მომსახურება იყოს ხარისხიანი, შედეგი კი - ხანგრძლივი.

R