ავტორი:

ევროპა "იმედის გენერატორების" კამპანიას იწყებს - ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი უკრაინელებისთვის გენერატორებს გაგზავნიან

ევროპა "იმედის გენერატორების" კამპანიას იწყებს - ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი უკრაინელებისთვის გენერატორებს გაგზავნიან

"დღეს ვიწყებთ კამპანიას "იმედის გენერატორები“. 10 მილიონი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი რუსეთის მიერ ელექტროსადგურებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების განხორციელების გამო", - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა აცხადებს.

მან ევროპის ქალაქებს მოუწოდა, კამპანიას შეუერთდნენ.

"ჩვენ ვიჩენთ შესანიშნავ სოლიდარობას უკრაინის მიმართ ჰუმანიტარულ, სამხედრო და ფინანსურ ფრონტზე. ახლა მათ სჭირდებათ პრაქტიკული მხარდაჭერა ზამთრის გადასატანად.

ვერთიანდებით "ევროპული ქალაქების ასოციაციასთან“, რათა უკრაინას ელექტროენერგიის გენერატორები მივაწოდოთ. საავადმყოფოებსა და ადამიანებს ელექტროენერგია და სუფთა წყალი მოვაწოდოთ.

მოვუწოდებ ევროპის ყველა ქალაქს, შემოუერთდნენ "იმედის გენერატორების“ კამპანიას“, - აცხადებს რობერტა მეცოლა.